Image

ქართველი კომენტატორების "მარგალიტები"

უცხოური ფეხბურთი 28-თებ, 13:369 Sportnews 2419


















ფეხბურთის ქართველი ქომაგები, რომლებიც რეგულარულად ადევნებენ სხვადასხვვა ტელეარხზე ამა თუ იმ ტრანსლიაციას თვალს, ხშირად აფიქსირებენ საინტერესო ფრაზებს, რომლებსაც სპორტის კომენტატორები წარმოთქვამენ.

ინტერნეტსივცეში მრავლად მოიპოცება დიმიტრი ობოლაძის, დავით მინაშვილისა და სანდრო ცნობილაძის გამონათქვამები, რომლებიც მალევე ხდება პოპულარული; განსაკუთრებით კი ფორუმებზე.

წარმოგიდგენთ სხვადასხვა ინტერნეტმომხმარებლების მიერ, სხვადასხვა დროს დაფიქსირებულ საინტერესო ფრაზებს.


ქართველი კომენტატორების "მარგალიტები"


დიმიტრი ობოლაძე

- ისეთი დაძაბული თამაშია, რომ მეც კი ვუშვებ შეცდომებს!
- როცა მესი არ თამაშობს, ბარსელონას რაღაც აკლია და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს რაღაც სწორედ მესია.
- ტრეზეგეს თავზე ორთქლი ასდის. არა, ბოლი… უკაცრავად – ოხშივარი.
- გრონკიაერმა ისე შეაშინა რომა, რომ ერთხელ გოლიც კი გაუტანა.
- მთელი ღამის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ მთელს გერმანიაში, თუმცა დორტმუნდში სამასამდე პოლონელი დააპატიმრეს.
- პინტომ სკამიდან წითელი მიიღო და მოედანზე რომ ყოფილიყო რას იზამდა!
- მე შეგნებულად არ გეუბნებით ინტერი-სპორტინგის მატჩის ანგარიშს, რადგან ამ თამაშს მოგვიანებით იხილავთ ჩვენს ეთერში. და აი, ინტერმა გაუტანა სპორტ… უკაცრავად, წამომცდა.
- დესაიმ იმდენი ირბინა დღევანდელ მატჩში, რომ თავზე კვამლი ასდის.
- სამწუხაროდ, რობენს ჩვენ დღეს ვერ ვიხილავთ – მას წინა კიდურების ტრავმა აქვს.
- ჩელსის კარში ბურთი ალბათ, უბედური შემთხვევის შედეგად გავიდა.
- კარი რომ ცოტა გვერდზე ყოფილიყო, შესანიშნავი იქნებოდა.

დავით მინაშვილი

- ზემოთ, ცოტა მარცხნივ, პირველი არხის ლოგოსთან ზის ფაბიო კაპელო.
- რევიშვილმა ბურთი არა მარტო მოიგერია, ხელში დაიჭირა კიდეც!
- როგორც ხშირად ხდება, გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდი გამოდის ხოლმე.
- როგორც ჩანს, შეცვლები არ ჩანს.
- ძალიან საინტერესოა, რომ ის ხუთი მცველი, რომლებიც შემადგენლობაში იყვნენ, ხუთივე დაცვაში თამაშობს.

სანდრო ცნობილაძე


- ჯოვანი დოს სანტოსი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ არის ცალფეხა.
- გერმანელი ფეხბურთელები თამაშის წესების დარღვევას სიგნალიზირებენ.
- ადებაიორმა ბურთის მიმართ აგდებული დამოკიდებულება გამოამჟღავნა.
- ლივერპულის შეძენა გადაწყვეტილი აქვს მავან შეიხს, რომელსაც გრძელი სახელი და გვარი აქვს და სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს. არცაა სავალდებულო ყველას პირზე ეკეროს მისი სახელი.
- წყევლა და კრულვა ალდაირს!
- მარსელო ბიელსას თამაშის ცქერის საკუთარი მანერა აქვს.

Adami.Ge

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (210)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა