Image

ჟოზე მოურინიო კრიშტიანო რონალდოსაც კი უყვიროდა

უცხოური ფეხბურთი 09-მაი, 22:069 Sportnews 1609


















მადრიდის "რეალის" მცველმა ალვარო არბელოამ ყოფილ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან მუშაობაზე ისაუბრა.

"სეზონისწინა მომზადების პირველ დღეს მივხვდით, ვინ იყო მოურინიო. ესპანელი ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ბრუნდებოდნენ და პორტუგალიელს ლოს ანჯელესში შევხვდით.

იქ ამხანაგურ მატჩში "ლოს ანჯელეს გელაქის" ვეთამაშებოდით და პირველი ნახევრის შემდეგ ანგარიშით 0:2 ვაგებდით. გასახდელში ისეთი ყვირილი იყო! ყველას მოხვდა. უმალვე მივხვდით, როგორი იყო მოურინიო.

ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პელეგრინის ასე ეყვირა კრიშტიანო რონალდოსთვის (ავტ. მანუელ პელეგრინი "რეალს" ჟოზე მოურინიოს მოსვლამდე წვრთნიდა). ის საუბარი კარგად დავიმახსოვრეთ.

მოურინიო ამბობდა: "არ გინდა სირბილი - სკამზე. შენც არ გინდა? შენც სკამზე".

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო მის წინ, მსოფლიოს ჩემპიონი კაკა თუ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი.

ჟოზე მოურინიო კრიშტიანო რონალდოსაც კი უყვიროდა


მოურინიოს ურთიერთობა რამდენი ფეხბურთელთან დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში წაგების შემდეგ გაუფუჭდა.

თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ და არ მივეცით უფლება ამას, ჩვენზე მოედანზე ემოქმედა.

ჯერ ჩემპიონობა დავთმეთ, შემდეგ ესპანეთის თასი, მერე კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. ეს ბოლო წვეთი იყო.

კასილიასი? ამაზე უკვე ბევრი ითქვა. მე და კასილიასი პროფესიონალები ვართ და მშობლიური კლუბისთვის ვიბრძვით. ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებთ", - თქვა არბელოამ.

Spartall.ge

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა