Image

რაზე იქნებოდა თანახმა კრიშტიანუ რონალდუ სეზონის წინ

უცხოური ფეხბურთი 11-მაი, 12:059 Sportnews 1681


















მიუხედავად ტრავმებისა, რომელმაც მოსვენება არ მისცა რონალდუს წლევანდელ სეზონში, პორტუგალიელი მაინც საუკეთესო სეზონს ატარებს მადრიდულ კლუბში, რადგან 12 წლიანი პაუზის შემდეგ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ამ შედეგის მთავარი შემოქმედი კი სწორედ რონალდუა, რომელმაც ლიგაზე უკვე 16 გოლი გაიტანა და სეზონში გატანილი გოლების მხრივ რეკორდიც დაამყარა.

კრიშტიანუმ მოკლედ შეაფასა სეზონი, რომლის ფინიშიც უკვე მოახლოვდა, თუმცა "რეალს" გადამწყვეტი შეხვედრა 24 მაისს "ატლეტიკოსთან" ლისაბონში ელის.

რაზე იქნებოდა თანახმა კრიშტიანუ რონალდუ სეზონის წინ


"ჩვენ უკვე მოვიგეთ ესპანეთის თასი, ჩემპიონატის მოგება კი რთული იქნება, ამასთან, გასული ვართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სეზონის წინ რომ შემოეთავაზებინათ, ასეთ შედეგს სიხარულით დავთანხმდებოდით."

ძალიან კარგია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ესპანური გუნდი დაუპირისპირდება. პლუს ამას, კიდევ ერთი ესპანური გუნდი - "სევილია" ევროპის ლიგის ფინალშია.

რაც შეეხება ჩემს გოლებს ჩემპიონთა ლიგაში - შედეგი კარგია, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა მსურს, ფინალურ მატჩშიც გავიტანო და გავიმარჯვოთ. თუმცა, ოღონდ ტიტული მოვიგოთ და თუკი რომელიმე ჩემი თანაგუნდელი გაიტანს, წინააღმდეგი არ ვიქნები"
, - თქვა რონალდომ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (204)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა