სოციალური ქსელის მომხმარებელი, ჯაბა ლურსმანაშვილი 19 წლის ზურაბ ბალიაშვილზე წერს, რომელიც აქტიური და მისაბაძი ცხოვრებით ცხოვრობს.
"წარმოიდგინეთ, დილის 7 საათზე ნაძალადევის ქუჩებს ასუფთავებს, მერე სასწავლებელში მიდის, მერე ძალოსნობაში ვარჯიშობს. შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე კი ნაძალადევის ტაძარში მედავითნეა.
ამ ყველაფერს 19 წლის ზურაბ ბალიაშვილი ახერხებს.
იმისთვის, რომ შტანგის აწევაში სრულყოფილად ივარჯიშოს, საკვები დანამატები სჭირდება. სწორედ ამის
გამო დაიწყო მუშაობა "თბილსერვისში".
პირველ დღეს უბანში ბევრი ნაგავი დახვდა. ახლა ამაყობს, რომ იქაურობა სუფთაა, მაცხოვრებლებსაც მოეწონათ ეს და ნაგავს ბევრი ძირს უკვე აღარ ყრის.
ზურას სურვილია, რომ საერთოდ არ ვანაგვიანებდეთ ჩვენს გარემოს და საქმით გვიყვარდეს ბუნებაც და ქვეყანაც, რასაც, მე აუცილებლად გავითვალისწინებ.
დიდი მადლობა, ზურაბ!", - წერს ლურსმანაშვილი.
წყარო: tia.ge
"წარმოიდგინეთ, დილის 7 საათზე ქუჩებს ასუფთავებს, მერე სასწავლებელში მიდის, მერე ძალოსნობაში ვარჯიშობს. შაბათ-კვირას კი ტაძარში მედავითნეა" - გაიცანით მიზანდასახული 19 წლის ბიჭი
21-05-2023, 11:20
გაზიარება
მოინახულეს 812-ჯერ
კომენტარები
18-04-2024 12:42
362
სასაცილო ციფრები – რა ანაზღაურების მიცემას აპირებს ლაურენტისი კვარაცხელიასთვის
ვრცლად
18-04-2024 11:06
179
კვარაცხელიამ "ნაპოლის" ვარჯიში კვლავ გამოტოვა - რა გახდა ამის მიზეზი ?
ვრცლად
17-04-2024 14:21
682
გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ევროპის ჩემპიონატსაც ვითამაშებთ და ევროკავშირშიც შევალთ!!! ეს ის ბიჭები არიან, ისტორიას რომ წერენ“
ვრცლად
17-04-2024 09:27
284
კვარაცხელიას მორიგი აღიარება – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი ქართველი ვარსკვლავის შესახებ
ვრცლად