დღის ახალი ამბები

“ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი. ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საიმისოდ, რომ დღეს მე აქ ვყოფილიყავი, ძალიან მძიმე პერიოდი გვქონდა…” – კვარას ემოციური განცხადება

24-06-2023, 11:13

რამდენიმე წლის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ მის ოჯახზე და იმ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მან გამოიარა.

ჟურნალისტი: მე ვიცი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეების დიდი ნაწილი მთელ თავიანთ ხელფასს მშობლებს აძლევენ, შენ შემთხვევაში როგორაა?
ხვიჩა: “ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი. ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საიმისოდ, რომ დღეს მე აქ ვყოფილიყავი. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ საქართველოში. ძალიან რთული დრო იყო… არ მინდა ყველაფრის მოყოლა”.

ჟურნალისტი: მძიმე დრო შენი ოჯახისთვის?

ხვიჩა: “კი, ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. ამიტომ როდესაც რამეს გამოვიმუშავებ ეს მშობლებისთვისაა”.

ჟურნალისტი: როდის მოგცემენ უფლებას ნამდვილი ფერარი გიყიდონ?

ხვიჩა: “ნუ, არვიცი. იცი ახლა ამის დრო არ არის. თუ კარგ ფეხბურთს ვითამაშებ, ღმერთმა ქნას ესეც გამოვიდეს”, – თქვა ქართველმა გარემარბმა.

გაზიარება
მოინახულეს 817-ჯერ
კომენტარები
რეკლამა