სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გენო პეტრიაშვილმა (125კგ) წარმატებულად იასპარეზა და ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ამერიკელი მეისონ პერისი დაამარცხა და ფინალში მისი მეტოქე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ირანელი ამირ ჰასეინ ზარე იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლით გენომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.
ხვალ, 17 სექტემბერს დღევანდელი წონითი კატეგორიების ფინალურ ბლოკში კიდევ ერთ ქართველს, შოთა ფარტენაძეს (61კგ) ვიხილავთ, იგი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.
ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული მეხუთე ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელი გახდება.
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
16-09-2023, 20:23
გაზიარება
მოინახულეს 865-ჯერ
კომენტარები
18-04-2024 12:42
362
სასაცილო ციფრები – რა ანაზღაურების მიცემას აპირებს ლაურენტისი კვარაცხელიასთვის
ვრცლად
18-04-2024 11:06
179
კვარაცხელიამ "ნაპოლის" ვარჯიში კვლავ გამოტოვა - რა გახდა ამის მიზეზი ?
ვრცლად
17-04-2024 14:21
682
გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ევროპის ჩემპიონატსაც ვითამაშებთ და ევროკავშირშიც შევალთ!!! ეს ის ბიჭები არიან, ისტორიას რომ წერენ“
ვრცლად
17-04-2024 09:27
284
კვარაცხელიას მორიგი აღიარება – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი ქართველი ვარსკვლავის შესახებ
ვრცლად