დღის ახალი ამბები

„სამაგალითო ჩემთვის და მისაბაძი ადამიანი ყველასთვის“ - ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა

„სამაგალითო ჩემთვის და მისაბაძი ადამიანი ყველასთვის“ - ილია თოფურია მაიამიში ლიონელ მესის შეხვდა

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მაიამიში ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) რეგულარული სეზონის მატჩს დაესწრო, რომელშიც „ინტერ მაიამი“ „კოლორადო რაპიდსს“ (2:2) დაუპირისპირდა.

აღნიშნულ შეხვედრაში „ინტერ მაიამის“ მაისურით გოლის გატანა ლიონელ მესიმ მოახერხა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა 58-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა.

მატჩის შემდეგ თოფურია მესისა და „ინტერ მაიამის“ სხვა ვარსკვლავებს – ლუის სუარესს, სერხიო ბუსკეტსსა და ხორდი ალბას შეხვდა.

ქართველმა ჩემპიონმა არგენტინელ ფეხბურთელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა:

„სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდასთან ერთად. სამაგალითო ჩემთვის და მისაბაძი ადამიანი ყველასთვის“.

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 493-ჯერ
კომენტარები
რეკლამა