დი სტეფანო: “ბარსა” “რეალს” სჯობს, მესი – ყველას”

უცხოური ფეხბურთი 18-აპრ, 23:569 Sportnews 1891


მადრიდის “რეალის” ლეგენდამ და საპატიო პრეზიდენტმა, ალფრედო დი სტეფანომ, ბოლო “კლასიკოს” შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად, კატალონიელთა მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა, ხოლო მასპინძლებს პირიქით, სათამაშო სტილი დაუწუნა.

“ბარსელონამ” “ბერნაბეუზე” ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. კატალონიელთა უპირატესობა ნებისმიერი ადამიანისთვის შესამჩნევი იყო. იმ დროს, როდესაც “ბარსელონა” ფეხბურთს თამაშობდა და მოედანზე ცეკვავდა, “რეალის” ფეხბურთელები მხოლოდ ბურთს დასდევდნენ” – წერს დი სტეფანო Marca-ს ფურცლებზე, საკუთარ სვეტში.

ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, “კლასიკოს” დროს, მადრიდელები შეშინებულები მოქმედებდნენ. დი სტეფანო ეთანხმება იმ ექსპერტებს, რომლებიც იმედგაცრუებულნი დარჩნენ მოურინიოს მიერ არჩეული დაცვითი ტაქტიკით: “რეალის” ფეხბურთელებს ეშინოდათ მეტოქის, რომელიც მოედნის ცენტრში დომინირებდა. მადრიდელებმა მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და მოურინიომ გუნდის დაცვაში ჩაყენება გადაწყვიტა. საბოლოოდ გამოჩნდა, რომ “ბარსელონა” “რეალზე” უკეთესი გუნდია. მადრიდელები თამაშის კონტრშეტევებზე აგებას ცდილობდნენ და გვარდიოლას გუნდის ამით გაკვირვება შეუძლებელია. კარგადა გამოჩნდა, რომ კონტრშეტევებზე თამაშით “ბარსელონასთან” ბევრს ვერაფერს გახდები”.

დი სტეფანომ ასევე ისაუბრა თავის თანამემამულეზე, ლიონელ მესიზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენია: “მესი მსოფლიოში საუკეთესოა. იგი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. გარდა ამისა, მესი სამაგალითო პროფესიონალია. მას ბადალი არ ჰყავს”.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
soccerda 20 აპრილი 2011 21:42
admin,
მინდა კი არა არც დავუჯერებ :D
Vano_Alonso 19 აპრილი 2011 19:21
სიბერეში აურია
admin 18 აპრილი 2011 23:57
როგორ გინდა დი სტეფანოს არ დაუჯერო :) love



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (138)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი