მოურინიო-გემის კაპიტანი

უცხოური ფეხბურთი 21-აპრ, 13:459 Sportnews 1954


მოურინიო ტყუილად არ ეძახის საკუთარ თავს განსაკუთრებულს , ის მართლაც განსაკუთრებულია და დღეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.

მოურინიო გემის კაპიტანია, გემის , რომლის ყველა წევრი ერთ მექანიზმშია გაერთიანებული და ერთი მიზნისთვის ბრძოლობს , მოურინიოს მთავარი სიძლიერე სწორედ იმაშია,რომ ის კლუბს ერთ მთლიან გუნდად და ერთ მექანიზმად აერთიანებს.

მოურინიოს გუნდმა გუშინ შეძლო დაემარცხებინა კოპა დელა რეის ფინალში "ბარსელონა" , გუნდი, რომელიც დღეს ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და მთელ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად არის მიჩნეული.

მოურინიოს ფილოსოფია და მენტალიტეტი გამარჯვებაა, გამარჯვება, რომლისკენ ის ესწრაფის და გამარჯვებისთვის ყველა მეთოდს იყენებს , განსაკუთრებული ბრწყინვალე სტრატეგოსია და მან ეს გუშინდელ შეხვედრაშიც დაამტკიცა, მოურინიომ "რეალი" გუშინ მეორე ნომრად ათამაშა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და მოურინიომ თავის პირველი მადრიდული ტიტული მოიგო. თუმცა ჯერ ყველაფერი კიდევ წინაა, რადგან მოურინიო-გვარდიოლას დუელი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გაგრძელდება.

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა და მეკარემ იკერ კასილასმა კი მოურინიო ერთი ფრაზით შეაფასა, "მოურინიო-ფენომენია" განაცხადა კასილასმა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 21 აპრილი 2011 16:44
მერამდენე გემი მიიყვანა ხმელეთამდე, ყველაზე სასურველი კაპიტანია :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი