ადრიანომ ტრავმა მიიღო

უცხოური ფეხბურთი 21-აპრ, 23:499 Sportnews 1804


ესპანეთის სამეფო თასის ფინალში დამარცხება, ერთადერთი ცუდი ამბავი არ ყოფილა, რაც “ბარსელონას” გუშინ თავს გადახდა. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, “ბარსას” განაპირა მცველმა, ადრიანომ თეძოს კუნთის ტრავმა მიიღო და იგი ფეხბურთს დაახლოებით ერთი თვით ჩამოშორდა.

შეგახსენებთ, რომ ადრიანომ ტრავმა თექვსმეტ აპრილს გამართულ “კლასიკოშიც” მიიღო, მაგრამ ბრაზილიელმა მალევე მოახერხა გამოჯანმრთელება. თასის ფინალის 119-ე წუთზე, 26 წლის ფეხბურთელმა თეძოს კუნთი დაიზიანა და იგი იძულებული გახდა, მოედანზე ადგილი თანამემამულე მაქსველისთვის დაეთმო.

სხვა დროს, ადრიანოს ტრავმა “ბარსელონასთვის” დიდი დანაკლისი არ იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან თამაშს ვერ ახერხებს ერიკ აბიდალი, გვარდიოლას ერთადერთი მარცხენა მცველი, მაქსველი რჩება, რომელიც მიმდინარე სეზონში ნამდვილად ვერ ბრწყინავს.

ვინაიდან ესპანეთის ჩემპიონატი ერთ თვეში სრულდება, თუ “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში, ადრიანოს მოედანზე ვეღარ ვიხილავთ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (238)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი