მოურინიო:"რონალდუს გაყიდვა სიგიჟეა"

უცხოური ფეხბურთი 22-აპრ, 13:339 Milanista 2245


ბოლო დროს იტალიაში სულ უფრო ბევრს საუბრობენ კრიშტიანო რონალდოს "მილანში" შესაძლო გადასვლაზე. ამბობენ, რომ მის სანაცვლოდ "სამეფო კლუბს" ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ჯერაც გაურკვეველ თანხას შესთავაზებენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჟოზე მოურინიო იძულებული გახდა ეს ხმები გაებათილებინა.

"არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან კარგად ვიცი, რომ საფეხბურთო სამყაროში შეუძლებელი არაფერია. ბერლუსკონის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ "რეალს" გამაოგნებელი წინადადება შესთავაზოს. მაგრამ კრიშტი "მილანში" ნამდვილი სიგიჟეა, რადგან "რეალს" მისი გაყიდვა არ სურს", - განაცხადა "სამეფო კლუბის" თავკაცმა.

სხვათა შორის, სწორედ მან ერთი კვირის წინ ისიც თქვა, რომ "რეალიდან" დაუყოვნებლივ წავა, თუკი მის თანამემამულეს გაყიდიან, თუნდაც ეს შანტაჟად ჩამითვალონო.

"რონალდო ძალიან დიდი ფეხბურთელია და მისი შესაფერისი სატრანსფერო თანხის გადახდა ბუნებაში არც ერთ კლუბს შეუძლია. "რეალში" საბოლოო სიტყვა ფლორენტინო პერესს ეკუთვნის და დარწმუნებული ვარ, რომ "მილანის" გახსნილ მადას ის ძირშივე მოუღებს ბოლოს".

შეგახსენებთ, რომ რონალდოს ტრანსფერი მსოფლიოს რეკორდია - 2009 წლის ზაფხულში ის "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალში" 94 მილიონ ევროდ გაყიდა. რონალდომ "რეალში" 80 თამაშში 73 გოლი გაიტანა, რაც ფენომენალური მიღწევაა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 22 აპრილი 2011 13:37
კაი სიახლეაა , ეს ერთი და სხვა მრავალი , რონალდუს გაყიდვა კი მართლაც სიგიჟეა და პერესი ვარკსვლავს რომ გაყიდის ეგ წარმოუდგენელია პირიქით თუ არ იყიდა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი