ჰარტმა ზურგი დაიზიანა

უცხოური ფეხბურთი 22-აპრ, 15:529 M_X_E_C_I 1758


ინგლისის “მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯმა ჯო ჰარტმა, გუნდის ვარჯიშზე ზურგი დაიზიანა და წვრთნა ვადაზე ადრე შეწყვიტა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო პუნქტში. უახლოეს პერიოდში, ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენად სერიოზულია 24 წლის ჰარტის დაზიანება.
აღსანიშნავია, რომ თუ ჰარტის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა, მაშინ “სიტის” კარის დაცვა, მესამე მეკარე სტიუარტ ტეილორს მოუწევს, რადგან გუნდის პირველმა მეკარე შეი გივენმა მხარი დაიზიანა და ვარჯიშს დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს. “სიტი” მომდევნო შეხვედრას “ბლექბერნის” წინააღმდეგ გამართავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (193)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი