რაული: "შალკედან" წასვლას არსად ვაპირებ

უცხოური ფეხბურთი 23-აპრ, 17:269 Sportnews 1556


"შალკეს" თავდამსხმელი კლუბთან განშორებას კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე არ აპირებს, 33 წლის ესპანელი თავდამსხმელი გელზენკირხენულ გუნდთან 2012 წლამდეა შეთანხმებული.

"შესაძლოა, გაისად ჩემპიონთა ლიგაში ვეღარ ვითამაშოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, "შალკედან" წასვლას მაინც არ ვაპირებ, - განაცხადა რაულმა. - სანამ ამ გერმანულ კლუბში ჩავირიცხებოდი, სხვა კლუბებისგანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ გელზენკირხენური გუნდი სწორედ ის იყო, რაც მაშინ მჭირდებოდა. მე მუდმივად თამაში მსურდა.

ფიზიკურად და მორალურად აქ თავს კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, ამ მდგომარეობას, სულ ცოტა, კიდევ ერთი წელი შევინარჩუნებ. თამაში კვლავაც მსურს და ფეხბურთიც მიხმობს".




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (23)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)