’’მილანმა’’ სკუდეტო გაინაღდა

უცხოური ფეხბურთი 24-აპრ, 18:239 Milanista 1925


სერია A-ს 34-ე ტურის შემდეგ, სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია დასრულებულად ჩავთვალოთ. მართალია, გუშინ, ორივე მილანურმა გუნდმა მოიგო, მაგრამ აქამდე მათ შორის მყოფ „ნაპოლის“ ჰქონდა ცუდი დღე, რის შედეგადაც, ლიდერი „მილანი“ უახლოეს მდევარს ახლა უკვე 8 ქულით უსწრებს.

ძალზე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ტურის ცენტრალურ მატჩში. 23-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევისთვის, წითელი ბარათითა და პენალტით დაისაჯა ჟულიო სეზარი, ხოლო მის ნაცვლა კარში ჩამდგან კასტელაცის, 11 მეტრიდან, სარატემ გაუტანა.

კაცნაკლულმა მასპინძლებმა გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს. მე-40 წუთზე, კარიდან 25 მეტრში დანიშნული ჯარიმა სნეიდერმა შეასრულა კარგად და ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონის გულშემატკივრებს მოგების იმედი ჩაუსახა.

53-ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოსთან, ძალიან ცუდ დროს, ბიავას ფეხი დაუცდა და მეკარესთან პირისპირ გასულ ეტოოს წინ უკვე „ინტერის“ გაყვანის შანსი მიეცა, რომელიც კამერუნელმა ხელიდან არ გაუშვა. 66-ე წუთზე, ნაგატომოსთან უხეშობის გამო, მოედანი ვადაზე ადრე მაურიმ დატოვა. როგორც ჩანს, გუნდები 10 კაცით დარჩენის შემდეგ იწყებდნენ თამაშს. შეხვედრის მიწურულს, კოზაკს მიეცა ანარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი „ინტერის“ კარის ხარიხას მოხვდა.

რთული 3 ქულა მოიპოვა „მილანმაც“, რომელიც გადარჩენისთვის მებრძოლ „ბრეშიას“ სტუმრობდა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, „როსონერიმ“ მეტოქის გატეხვა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოახერხა, როდესაც კასანოს გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა რობინიომ გაიტანა 3 ქულის მომტანი გოლი.

გათამაშების დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, „მილანი“ აუცილებლად გახდება ჩემპიონი. არსებობს იმის შანსი, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, პირველობა უკვე მომდევნო ტურში გაინაღდოს, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება, რომ „მილანმა“ „ბოლონიასთან“ მოიგოს, ხოლო „ინტერმა“ და „ნაპოლიმ“, შესაბამისად „ჩეზენასთან“ და „ჯენოასთან“ დაკარგონ ქულები.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ტურის ბოლო მატჩში. ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა „იუვენტუსმა“, აუტსაიდერთა შორის მყოფ „კატანიას“ პირველი ტაიმი 2:0 მოუგო, მაგრამ ტურინელები მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. „ბებერი სინიორას“ მხრიდან, ორივე გოლი უბერებელმა დელ პიერომ გაიტანა. მხოლოდ მასპინძელთა ათიანის გვარი იყო დაფიქსირებული ტაბლოზე ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წუთით ადრე, მაგრამ 81-ე წუთზე, გომესმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მე-5 დამატებულ წუთზე, ლოდის მიერ ზუსტად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ, „კატანიას“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (44)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)