მოურინიო: ეს უსამართლობაა

უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 28-აპრ, 12:349 Sportnews 1943


რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს , აგერ უკვე მერამდენე შეხვედრაში ჟოზე მოურინიო 10 კაცით რჩება "ბარსელონას" წინააღმდეგ , გუშინ "ბერნაბეუზე" უკვე პეპე გააგდეს.

შეხვედრის 61-ე წუთზე, შტარკმა მოედნიდან პეპე გააძევა, რითაც ბოლო დროის „კლასიკოების“ ტრადიცია გააგრძელა. ამ გუნდების ზედიზედ მე-4 შეხვედრაში, „რეალის“ ფეხბურთელს იძულებით უწევს მოედნის დატოვება. თუ ჟოზე მოურინიოსა და „ბარსელონას“ დაპირისპირებებს გავითვალისწინებთ, ასეთ სურათს მივიღებთ: პორტუგალიელის გუნდი ზედიზედ მე-5 მატჩში დარჩა კაცნაკლული. პეპეს გაძევებას, მსაჯის მიმართ მოურინიოს მიერ გამოთქმული პროტესტი და მისთვის ადგილის ტრიბუნებზე მიჩენა მოჰყვა.

"რატომ მოხდა ასე? "ბარსელონა" არის ფანტასტიკური გუნდი , მე არ მესმის რატომ გააძევეს პეპე , რამაც "ბარსელონას" გზა გაუხსნა სასურველი წარმატების მიხწევაში"

"მე არ მითქვამს მსაჯისთვის არაფერი , მე მხოლოდ გავიცინე , მე , რომ მეთქვა რაიმე მსაჯისთვის დარწმუნებული ვარ "უეფა" ჩემს სამწვრთნელო კარიერას წერტილს დაუსვამდა ,რატომ ხდება ასე ყოველ 1/2 ფინალურ მატჩში? ოვრებო, ბუზაკა, შტარკი... რატომ არ გავიდა მაშინ "ჩელსი" ფინალში? რატომ გადაარჩინა "ინტერი" ერთი წლის წინ მხოლოდ და მხოლოდ სასწაულმა? ეს უსამართლობაა."

"როდის იქნება სამართლიანი ბრძოლა , ასეთ ბრძოლაში წარმატების მიხწევა შეუძლებელია მე არ მესმის რატომ სჭირდება ასეთ ფანტასტიკურს გუნდს ეს , ფეხბურთი არის სპორტი , რომელიც სპორტის წესებით უნდა მიმდინარეობდეს, რაც ნამდვილად არ ხდება , ჩვენ გავემგზავრებით ბარსელონაში პეპეს გარეშე და ასევე დაგვაკლდება რამოსი , რომელმაც არაფერ საგანგაშო სიტუაციაში მიიღო ყვითელი , სისტემად დაგვამარცხა ჩვენ კიდევ ერთხელ"

"ჩემი გეგმა იყო სხვადასხვაგვარად მეთამაშა ამ შეხვედრაში , მე გამოვიყვანე ფორვარდი და შემდეგ ვაპირებდი 0-0 შემტევი ნახევარმცველი გამოყვანას , მაგრამ მსაჯმა ჩამიშალა გეგმები"
-განაცხადა ჟოზე მოურინიომ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2020 (9)
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
სიტი-რეალი