მოურინიო Vs ბარსელონა=10 კაცი

უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 30-აპრ, 08:569 Sportnews 2838


დამეთანხმებით სტატიის სათაური საინტერესოდ ჟღეს , მაგრამ სტატიის სათაური არა მარტო საინტერესოდ ჟღეს არამედ სრულიად სიმართლეს შეესაბამება , პორტუგალიელი სპეციალისტი "ბარსელონას" წინააღმდეგ შეხვედრაში შვიდჯერ დარჩა 10 კაცით.

No.1: დიდიე დროგბა ("ბარსელონა" 2-1 "ჩელსი")


მოურინიო Vs ბარსელონა=10 კაცი

პირველად ჟოზე მოურინიო 10 კაცის შემადგენლობით "ბარსელონას" წინააღმდეგ "ჩელსის" თავკაცობის დროს დარჩა, როდეს 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ შეხვედრაში შეხვედრის 56-ე წუთზე ორი ყვითელის გამო მოედნიდან გააძევეს დიდიე დროგბა, ის შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.






No.2: დელ ორნო("ჩელსი" 1-2 "ბარსელონა")


მოურინიო Vs ბარსელონა=10 კაცი

მეორე შემთხვევა, როდესაც ჟოზე მოურინიო 10 კაცით დარჩა "ბარსელონას" წინააღმდეგ ეს 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ შეხვედრაში მოხდა, კვლავ "ჩელსის" თავკაცობის დროს, ამჯერად მოედნიდან დელ ორნო გააძევეს 37-ე წუთზე , ის შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით 2-1 დამთავრდა.






No.3: ტიაგო მოტა ("ბარსელონა" 1-0 "ინტერი")


მოურინიო Vs ბარსელონა=10 კაცი

მესამე წითელი ბარათი უკვე 2010 წლის 28 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში დაფიქსირდა , ამ დროს მოურინიო მილანის "ინტერს" ედგა სათავეში და ისევ უპირისპირდებოდა "ბარსელონას" , შეხვედრის 28-ე წუთზე მოედნიდან ტიაგო მოტა გააძევეს ბუსკეცისთვის ხელის დარტყმის გამო , მაგრამ ამ ეპიზოდში აშკარად იყო , რომ ბუსკეტსმა გააფორმა და არანაირ ისეთ დარტყმას არ ჰქონდა ადგილი , რომლის გამოც წითელი ბარათი აუცილებელი იყო. ეს შეხვედრა კატალონიელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მაგრამ ფინალში "ინტერი" გავიდა.




No.4: სერხიო რამოსი ("ბარსელონა" 5-0 "რეალი")


მოურინიო Vs ბარსელონა=10 კაცი
ცალსახაა , რომ ეს გაძევება სრულიად სამართლიანი იყო , სერხიო რამოსმა მართლაც უხეშად ითამაშა , რასაც შემდეგ მისი არასპორტული საქციელი მოჰყვა , ამ შემთხვევაში მსაჯი სრულიად მართალი გახდათ , მაგრამ თვითონ ფაქტია აღსანიშნავი, მოურინიო კვლავ 10 კაცით დარჩა "ბარსელონას" წინააღმდეგ უკვე "რეალის" თავკაცობის დროს. ეს შეხვედრა ლა ლიგის ეგიდით 2010 წლის 29 ნოემბერს გაიმართა და "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა.






No.5:რაულ ალბიოლი ("რეალი" 1-1 "ბარსელონა")


მოურინიო Vs ბარსელონა=10 კაცი
რიგით მეხუთე გაძევება 2011 წლის 16 აპრილს ლა ლიგის მორიგ ტურში მოხდა , ამჯერად მოედნის დატოვება ვადაზე ადრე რაულ ალბიოლს მოუხდა, იგი მოედნიდან შეხვედრის 52-ე წუთზე გააძევეს , ამ გაძევებას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა , საბოლოოდ ეს შეხვედრა ფრედ მორჩა, პირველად , როდესაც მოურინიო "ბარსელონას" წინააღმდეგ 10 კაცით დარჩა და ის შეხვედრა არ წააგო.






No.6: ანხელ დი მარია ("ბარსელონა" 0:1 "რეალი")


მოურინიო Vs ბარსელონა=10 კაცი
მოურინიოს საბედნიეროდ რიგირ მეექვსე გაძევება მხოლოდ მაშინ მოხდა, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა და დამატებული დროის ამოწურვამდე მხოლოდ ნახევარი წუთი იყო დარჩენილი , შეხვედრის 120-ე წუთზე მეორე ყვითელის გამო მოედნიდან გააბრძანეს არგენტინელი ანხელ დი მარია , პირველად ასევე მიუხედავად მოურინიო კაც ნაკლული, რომ დარჩა მისმა გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება. შეხვედრა , რომელიც 2011 წლის 20 აპრილს სამეფო თასის ფინალში გაიმართა "რეალის' გამარჯვებით 1:0 დასრულდა.



No.7: პეპე ("რეალი" 0-2 "ბარსელონა")


მოურინიო Vs ბარსელონა=10 კაცი

რიგით მეშვიდე გაძევება უკვე 2011 წლის 27 აპრილს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მოხდა, ეს გაძევება რიგით მეოთხე აღმოჩნდა მოურინიოს მადრიდულ კარიერაში , მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ გაძევებამ ყველაზე დიდი ფაქტორი ითამაშა მოურინიოს გუნდის წარუმატებლობაში , თუ წინა სამ მადრიდულ გაძევებას გავიხსენებთ ვნახავთ , რომ სამიდან ორმა გაძევებამ შეხვედრაზე არანაირი ფაქტორი არ მოახდინა, მესამე გაძევებამ კი უფრო დადებითი ვიდრე უარყოფითი , აი რაც შეეხება პეპეს გაძევებამ , ამან განაპირობა "ბარსელონას" 2:0 გამარჯვება და მესის ბრწყონვალე თამაში , რადგან სანამ პეპე მოედანზე იყო მან არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა მესის.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Pakito 29 აპრილი 2011 11:47
ინტერი რო ათამაშა ბაზარი არაა იტალიური ფეხბურთი ყოველთვის გულის ამრევია და საშინელებაა დაცვითი რაღაც საშინელი, ამ 7 მომენტიდან 5 პირადად მაქ ნანახი და 5ივე-ში გასაძევებელი იყო და არავინ შემედაოს, დი მარიაც,რამოსიც,ალბიოლიც,პეპე
FC Bayern München 29 აპრილი 2011 00:49
ოდესმე რეალის და მოურინიოს ფანებს გიფიქრიათ რატომ ხდება ასე? გულისამრევ ფეხბურთს რო ათამაშებს გუნდებ ამიტო ხდება სულ ასეთი რაგაც..კი ბაზარი არაა გენიოსი ტაქტიკოსია მაგრამ მისი გუნები სულ საზიზღარ ფეხბიღტს თამაშობენ..1994წლიდან ფეხბურთ ვუკურებ და ასეთი რეალი მე არ მახსოვს..არ შეიძლება მადრიდის რეალს კატენაჩო ათამაშო...
soccerda 28 აპრილი 2011 13:41
ეხლაც იტყვიან მსაჯები არ გვიდგებიანო



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (163)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი