პრემიერლიგის ინტრიგა

უცხოური ფეხბურთი 28-აპრ, 21:589 Sportnews 1737


მსოფლიოს 4 წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რამდენიმე ტურიღა დარჩა , ორ საუკეთესო ქვეყნის ჩემპიონატში შეგვიძლია უკვე დავასახელოთ ჩემპიონები "მილანი" და "ბარსელონა" , ასევე გამოკვეთილ ფავორიტია გერმანიაში "ბორუსია" , ინგლისში კი გახლავთ "მანჩესტერი".

მიმდინარე ვიქენდი მართლაც , რომ გამორჩეული იქნება პრემიერლიგაში , პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტური დარჩა და სწორედ 35-ე ტურმა უნდა გაარკვიოს რამდენად გაუწევს ჩემპიონობისთვის ბრძოლას "მანჩესტერს" "ჩელსი".

"მანჩესტერს" , რომელსაც დაახლოებით მთელი სეზონის განმავლობაში პირველი ადგილისთვის კონკურენციას "არსენალი" უწევდა ისე აღმოჩნდა, რომ პრემიერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "არსენალის" საჩემპიონო შანსები ძალიან მცირეა , ნოლი პროცენტი თუ არა , "არსენალი" ასეთ სიტუაციაში , რომ იმყოფება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან უაზროთ დაკარგული ქულები საკუთარ მოედანზე აუტცაიდერებთან.

"მანჩესტერი" , რომელიც პირველ ადგილზე იმყოფება 73 ქულა აქვს და 6 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან ლონდონის "ჩელსის" ერთი შეხედვით , როდესაც 4 ტური დარჩა 6 ქულა საკმაოდ კარგი ჰანდიკაპია,მაგრამ "მანჩესტერი" მომდევნო ორ ტურში ჯერ სტუმრად "არსენალს" უნდა დაუპირისპირდეს შემდეგ კი ასევე სტუმრად ლონდონის "ჩელს" , სადაც გადაწყდება სავარაუდოდ ჩემპიონის ვინაობა.

თავის მხრივ "ჩელსისაც" არ ელის ადვილი დაპირისპირება , მათ 35-ე ტურში მოუწევთ საკუთარ მოედანზე მიიღონ ლონდონის "ტოტენჰემი" , გუნდი , რომელიც ჩემპიონთა ლიგისთვის მოსახვედრად იბრძვის და ნებისმიერ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

თუ მოხდა და "მანჩესტერმა" ქულა მოიპოვა "არსენალთან" მაშინ მისი საჩემპიონო შანსები თითქმის 100 პროცენტს გაუტოლდება, რადგან ბოლო ორ ტურში საკუთარ კედლებშს აუტცაიდერებს დაუპირისპირდება და 6 ქულის აღება არ გაუჭირდებათ. თუ კი საერთოდ და "ჩელსისთან" არ დამარცხდნენ , შეიძლება ისე მოხდეს, რომ რამდენიმე ტურითაც ადრე გახდნენ ჩემპიონები.

"ჩელსიმ" კი თავის მხრივ ყველა შეხვედრა უნდა მოიგოს, 4 შეხვედრიდან მაქსიმალური 12 ქულა უნდა აიღონ და იმედოვნონ , რომ "მანჩესტერი" 3 ქულას დაკარგავს.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი , რომ წლევანდელ სეზონში "მანჩესტერი" აშკარად უკეთ გამოიყურება ვიდრე მისი ორი მეტოქე, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ "ეშმაკებმა" 6 ქულიანი უპირატესობა გაფლანგოს და ჩემპიონობა , რომელიმე ლონდონურ გუნდს დაუთმოს , სავარაუდოდ "მანჩესტერი" წელს პრემიერლიგას მოიგებს.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4you 30 აპრილი 2011 11:20
admin,
გეთანხმები, 2 და 3 წელიწადში გრანდი ვერ გახდება გუნდი რაც არ უნდა ფული ჩადო, თუ ესე გააგრძელეს 2-3 წელიწადში უკვე ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებს დამიჯერეთ :)
admin 30 აპრილი 2011 00:59
Mr.Black And White,
ჯერ ადრეა სიტისთვის მესამე ადგილი :)
Mr.Black And White 30 აპრილი 2011 00:31
სიტი გავიდეს მესამეზე და არ მინდა არაფერი...
Sportnews 28 აპრილი 2011 22:15
მანჩესტერი მოიგებს წელს პრემიერლიგას , დარწმუნებული ვარ , გუნდი კარგ სეზონს ატარებს და იმსახურებს პრემიერლიგას
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
slim4you 28 აპრილი 2011 22:14
მშვენიერი ნამუშევარია :)
მანიუ მოიგებს ალბათ, მაგრამ მე ჩელსის მხარეს უფრო ვიხრები რატომღაც.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)