<<>>

ლონდონის ტური

უცხოური ფეხბურთი 01-მაი, 22:199 Sportnews 2093


ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ლონდონის ტური , რადგან ლონდონის ორი გუნდი "ჩელსი" და "არსენალი" ამ ტურში აქტუალურად დაუბრუნდნენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას, განსაკუთრებით ეს კი "არისტოკრატებზე" ითქმის.

დღეს ლონდონის "არსენალმა" საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერი "მანჩესტერი" მიიღო და 1:0 დაამარცხა, შედეგად მივიღეთ , რომ 3 ტურით ადრე პირველ ადგილოსანი "მანჩესტერი" 3 ქულით უსწრებს "ჩელს" და 6 ქულით "არსენალს". შემდეგ ტურში კი ერთმანეთს "ჩელსი" და "მანჩესტერი" დაუპირისპირდება.

გუნდები: ,,არსენალი”-,,მანჩესტერი”
შემადგენლობები:
,,არსენალი”: შესნი, სანია, კოსიელნი, ჯურუ, კლიში, სონგი, რემსი, უილშირი, ნასრი, უოლკოტი, ვან პერსი. სათადარიგო: ლემანი, სკილაჩი, ებუე, გიბსი, არშავინი, შამახი, ბენდნტერი. მწვრთნელი: არსენ ვენგერი
,,მანჩესტერ იუნაიტედი”:ვან დერ საარი, ფაბიო, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა, პარკი, კერიკი, ანდერსონი, ნანი, ჩიჩარიტო, რუნი. სათადარიგო: კუშჩაკი, სმოლინგი, რაფაელი, ო’ში, ვალენსია, ოუენი, ბერბატოვი. მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

ინგლისის პრემიერლიგაში თანაბარი ქულების შემთხვევაში, ის აღმოჩნდება უკეთეს ადგილზე ვისაც გოლების დადებითი რაოდენობა აქვს , ამ მხირვაც სრული თანაფარდობაა "ჩელსის" და "მანჩესტერს" შორის , თუ მოახერხა შემდეგ ტურში "ჩელსიმ" "მანჩესტერის" დამარცხება , პირველ ადგილზე სწორედ "ჩელსი" აღმოჩნდება.

"არსენალის" პრესპექტივები ჩემპიონობისთვის უფრო ბურუსით არის მოცული , მაგრამ ფეხბურთში რა აღარ ხდება , და ვინ იცის იქნებ ყველაფერი "მეთოფეთა" სასარგებლოდ მოხდეს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა და ნამდვილი სასწაული უნდა მოხდეს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (88)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი