UEFA-მ “ბარსელონასა” და “რეალის” საჩივრები არ დააკმაყოფილა

უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 02-მაი, 21:579 Sportnews 1903


დღეს, UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩის შემდეგ, “ბარსელონასა” და “რეალის” მხრიდან შესული საჩივრები და გადაწყვიტა, არცერთი მათგანი არ დაეკმაყოფილებინა.

მადრიდული კლუბი ითხოვდა “ბარსელონას” 6 ფეხბურთელის დასჯას არასპორტული ქმედებების გამო. ეს ფეხბურთელები არიან: ვალდესი, პინტო, ალვეში, ბუსკეტსი, მასკერანო და კეიტა. UEFA-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ კატალონიური კლუბის ფეხბურთელთა მხრიდან, არასპორტული ქმედებების ჩადენა ვერ დადგინდა.

“რეალი” ასევე ითხოვდა პეპესთვის წითელი ბარათის გაუქმებას და დისკვალიფიკაციის მოხსნას. სადისციპლინო კომიტეტის დასკვნის მიხედვით, UEFA ეთანხმება ვოლფგანგ შტარკის გადაწყვეტილებას პეპეს მოედნიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელი 3 მაისს გასამართ განმეორებით მატჩს გამოტოვებს.

UEFA-მ განიხილა “ბარსელონას” საჩივარიც, რომელიც ეხებოდა მოურინიოს მიერ, მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარს. პორტუგალიელმა მსაჯები “ბარსელონას” მიმართ სიმპათიების გამოხატვაში დაადანაშაულა და ამის მიზეზთა შორის, კატალონიელთა UNICEF-თან თანამშრომლობა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩარევაც დაასახელა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, “ბარსას” საჩივარი იმ მიზეზით არ დააკმაყოფილა, რომ აღნიშნული ბრალდებებით, მოურინიოს წინააღმდეგ, საქმე თავად UEFA-ს აქვს აღძრული. ამ და სხვა საკითხებზე, სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას ექვს მაისს გამოიტანს.

UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტის მიერ ორ მაისს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს 3 დღის განმავლობაში შეუძლიათ. მადრიდული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალი” ამ უფლების გამოყენებას აპირებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (134)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი