ბარსელონა-რეალი

უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 02-მაი, 23:579 Sportnews 2166


სამშაბათს საქართველოს დროით 22:45 წუთზე ამ სეზონის უკანასკნელი "ელ კლასიკო" გაიმართება , ანუ უკანასკნელად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი".

წინა შეხვედრა მადრიდში "ბარსელონამ" 2:0 მოიგო , ახლა იგივეს გაკეთებას უკვე "რეალი" ბარსელონაში შეეცდება , მაგრამ შანსი , რომ ძალიან მცირეა ფაქტია, წლევადელ სეზონში ბარსელონაში გამართული ერთი შეხვედრა "რეალის" საშინელი კრახით დასრულდა , ახლა კი კიდევ უფრო მცირე შანსი აქვს "რეალს" , რადგან მათ მოსაგებად უნდა ითამაშონ.

"რეალის" მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ამ გუნდის ფეხბურთელების დისკვალიპიკაცია , "რეალს" დააკლდება პეპე და სერხიო რამოსი , მოურინიოს გუნდის წლევანდელი სეზონის ორი მთავარი საკვანძო ფეხბურთელი , "ბერნაბეუზე" და "მესტალიაზე" გამართული შეხვედრების გმირი უდავად პეპე იყო , რომ არა ჩემპიონთა ლიგაში გამართულ შეხვედრა მიღებული წითელი , დიდი ალბათობა იყო , რომ იგი კიდევ ერთი "ელ კლასიკოს" გმირი გამხდარიყო , უდავოა , პეპეს დაკლდება გუნდის დაცვაზე ძალიან დიდ შავ ლაქას ტოვებს.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით "ბარსელონას" ორი ძირითადის ფეხბურთელი დაუბრუნდა, საუბარია ანდრეს ინიესტაზე და ერიკ აბიდალზე , როგორც ვიცით ერიკ აბიდალს ჯამრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ანდრეს ინიესტას კი ტრავმა აწუხებდა, დღეს ორივე მათგანმა სრული დატვირთვით ივარჯისე.

"ბარსელონა"

მეკარეები: ვალდესი, ოიერი.
მცველები: ალვეში, ბარტრა, პუიოლი, პიკე, ფონტასი, აბიდალი.
ნახევარმცველები: მასკერანო, ბუსკეტსი, სერხი რობერტო, კეიტა, ტიაგო, ჩავი, ინიესტა.
თავდამსხმელები: მესი, ვილია, პედრო, აფელაი, ჟეფრენი.

"რეალი"


მეკარეები: კასილასი, დუდეკი და ადანი
მცველები: კარვალიუ, მარსელო, არბელოა, აბლიოლი, გარაი და ნაჩო
ნახევარმცველები: გრანერო, ლასი, კაკა, ალონსო დი მარია და იოზილი
თავდამსხმელები: ადებაიორი, იგუაინი, რონალდუ და ბენზემა.


მოურინიო მართლაც ტყუილად არ ეძახის თავის თავს "განსაკუთრებულს" , იგი მართლაც ყველასგან განსხვავებული პიროვნება , ამ ორი გუნდის შორის უდიდესი დაპირისპირება და დაძაბულობაა და მოურინიო კიდევ უფრო ამძაფრებს ამ გარემოებას, მოურინიოს დისკვალიპიკაცია აქვს , იგი არი იქნება ამ უდიდეს მნიშვნელობის მქონე მატჩში თავის გუნდის მთავარი მწვრთნელი , მის ნაცვლად გუნდს მისი თანაშემცე კარანკა უხემძღვანელებს.

ფაქტია მოურინიო , რომელიც ცნობილია "ბარსელონას" წინააღმდეგ დაცვის სტილით თამაშით ,სხვა სისტემა აქვს მოსაფიქრებელი , ეს სისტემა აღარ ივარგებს , რადგან მის გუნდს გოლები აქვს გასატანი , მოსაგები აქვს შეხვედრა მინიმუმ 2 ბურთის სხვაობით, თუ უნდა ფინალში თამაში და "რეალს" ფინალში თამაში რომ ენდომება ძნელი გამოსაცნობი არ არის ან თუ არის საერთოდ გამოსაცნობი.

ფეხბურთის ექსპერტები , მოყვარულები , გულშემატკივრები , გუნდების მხარდაჭერები 2011 წლის საუკეთესო "ელ კლასიკოს" სწორედ ხვალ ელის , რადგან "რეალი" ვეღარ ჩაკეტავს თამაშს , წინა სამმა "ელ კლასიკომ" სანახავობრის მხრივ არ გაამართლა და ეს იქნება მაგიური საღამო , წლევანდელი სეზონის დამაგვირგვინებელი "ელ კლასიკო".

ფავორიტი "ბარსელონაა" ყველაფერს , რომ თავი დავანებოთ პირველ შეხვედრაში მიხწეული წარმატების გამო , მაგრამ "რეალი" , რომ გავარდეს ნახევარფინალიდან , ეს სულაც არ იქნება ამ გუნდის კრახი , რადგან გუნდი ზედიზედ 6 წელი ვერ ახერხებდა 1/8 ფინალის ეტაფის დაძლევა და წელს ნახევარფინალში გავიდა , ასევე წელს მოიგო 18 წლის მოუგებელი ტიტული სამეფო თასი , მაგრამ ისიც უდავოა , რომ რაც გინდა პროსგრესზე ვისაუბროთ , "რეალისთვის" თავის მოსიხლე მტერთან წაგება ყოველთვის დიდ კრახად ჩაითვლება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 4 მაი 2011 13:09
CaFFeDellMar,
რამე კი გააკეთა მაგრამ ეგ საკმარისი არ აღმოჩნდა ნამდვილად!
CaFFeDellMar 3 მაი 2011 05:19
რაულიტო,
რაგაცა არა მგონია რეალმა რამე გააკეთოს .. :) ბარსა მოიგებს ისევ...
admin 3 მაი 2011 00:11
მმმმმმმმმმმმმმმმმ, ნეტვა ვინ მივა მანიუმდე?
Sportnews 3 მაი 2011 00:11
შემიფასეთ აბა როგორი სტატია ? რეალი გავა ფინალში
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (129)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი