მარკა: რეალმა შაჰინი დაიბევა

უცხოური ფეხბურთი 03-მაი, 03:059 Sportnews 1892


როგორც ესპანური გამომცემლობა "მარკა" იტყობინება მადრიდის "რეალმა" დაიბევა ნური შაჰინი და მისი გადასვლა ამ ზაფხულს მადრიდში თითქმის გადაწყვეტილია.

დორტმუნდის "ბორუსის" გერმანელი ფეხბურთელი ნური შაჰინი ახლოს არის დატოვოს ბუნდესლიგა და გადავიდეს ესპანურ გრანდში მადრიდის "რეალში" , 22 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს საკმაოდ კარგად ატარებს და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ესპანეთის დედაქალაქში.

"მარკა" რამდენიმე თვის წინ შაჰინს უკავშირებდა ისეთ კლუბებს , როგორიცაა "ინტერი" , "არსენალი" და "ჩელსის" , მაგრამ ახლა თურმე თითქმის გადაწყვეტილია , რომ იგი მადრიდში ითამაშებს , მიუხედავად იმის , რომ ჯერ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არც კლუბის და არც ფეხბურთელის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

"რეალი" ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანიის ჩემპიონს 6 მილიონ ევროს სთავაზობს , თუმცა ამ ტრანსფერის სავარაუდო თანხა ალბათ ცოტა მეტი 10 მილიონ ევრომდე იქნება , თურქმა ფეხბურთელმა მართლაც კარგი სეზონი ჩაატარა და ერთ-ერთი შემოქმედია მისი გუნდის ჩემპიონობის.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი