რეალის სატრანსფერო გეგმები

უცხოური ფეხბურთი 15-მაი, 12:049 Sportnews 2055


ავტორიტეტულმა ესპანურმა გამომცემლობამ "მარკამ" "რეალს" სატრანსფერო გეგმები დაუგეგმა , "მარკამ" გამოაქვეყნა სტატია , სადაც წერს თუ სავარაუდოდ რა ცვლილებები განხორციელდება ზაფხულში "რეალში".

ესპანეთში "მარკა" ავტორიტეტული გამოცემაა , ხშირად მის მიერ ნაწინასწარმეტყველები აზრები გამართლდება ხოლმე , განსაკუთრებით კი "რეალის" მიმართებაში , ამიტომ არ შეიძლება არ დააფიქროს ამ სტატიამ ფეხბურთის მოყვარულები.

როგორც "მარკა" იტყობინება ფლორენტინო პერესი და ჟოზე მოურინიო შეთანხმდნენ და გუნდის თავდასხმის ძირითადი ნაწილი არ შეიცვლება მომავალ წლისთვის , გუნდში დარჩება კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი , "რეალი" არ გამოისყიდის ადებაიორის კონტრაქტს და პირველ გუნდს შეურთდება ძალიან პრესპექტიული ფეხბურთელი ალვარო მორატა.

მარკას ცნობით "რეალი" აპირებს კაკას გაშვებას , რომელმაც ვერ გაამართლა იმედები "რეალში" , მის ნაცვლად გუნდი შეიძენს თავისივე აღზრდილ კალეხონს , ასევე დაიბრუნებს პარეხოს და მატეოს. "მარკა" კი "რეალს" შემდეგ ტრანსფერებს უკავშირებს.

"რეალს" შეურთდება: შაჰინი ,ალტინტოპი, პარეხო, კალეხონი, მატეოსი

"რეალს" დატოვებს: პედრო ლეონი, კაკა, დუდეკი, გაგო, ლასი, კანალესი და გარაი იჯარით.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
georga 16 იანვარი 2013 15:57
გოგა როგორ დაამატე გუნდები და მოთამაშეები?
Sportnews 15 მაი 2011 13:08
admin,
დარას არ კი უშვებენ , დიარა თვითონ მიდის რეალიდან სათამაშო დროის ნაკლებობის გამო , მოურინიო უპირატესობას ხედირას ანიჭებდა , ეხლა კიდევ რაც შაჰინი დაიმატა რეალმა საერთოდ აღარ ექნება სათამაშო დრო დიარას, ამიტომ სჯობია წავიდეს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 15 მაი 2011 12:42
არ ვვეთანხმები მარკას ლასანა დიარა ერთერთი საუეკთესო იყო ლიგის ბოლო თამაშებში მისი თამაში შემიძლია ვიეირას თამაშ შევადარო მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ჩამშლელია და არ მგონაი გაუშვან ასევე არ ვეთანხმები იმას რო კაკას გაუშვებენ,მისი გაშვება რო ნდომოდათ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გაუშვებდენ, ვინდაიდან არ გაუშვეს ელიან მისგან მომატებას და დარწმუნებული ვარ რო მოუმატებს კიდევაც მომავალ სეზონში ასე რომ ამ ორ ფეხბურთელზე მეპარება ეჭვი!
Sportnews 15 მაი 2011 12:30
კაი იქნება ლასის და გაგოს გაშვება , ასევე კანალესი და პედრო ლეონი უნდ აგაუშვან იჯარით , გარაი უნდა დაიტოვონ .
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (36)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)