Image

რონალდუმ რეკორდი დაამხო

უცხოური ფეხბურთი 22-მაი, 10:359 Sportnews 2136


















მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარკსვლავმა ლა ლიგის ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა, მან შეძლო და ერთ სეზონში რეკორდული 40 გოლი გაიტანა.

ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ალმერიას" უმასპინძლა , შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა , მხოლოდ დასამყარებელი იყო , რამოდენიმე რეკორდი , რომელიც "თეთრებმა" შესანიშნავად შეასრულეს.

რონალდუმ რეკორდი დაამხო


"რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გავარდნილი "ალმერია" 8-1 დაამარცხა, შეხვედრაში დუბლის გაფორმება შეძლო კრიშტიანუ რონალდუმ , რითიც მან უკვე ოფიციალურადაც დაამხო ტელმო სარამის და უგო სანჩესის რეკორდი , რომლებსაც ერთ სეზონში 38 გოლი ჰქონდათ გატანილი , ამის გარდა რონალდუ უკვე ოფიციალურად გახდა პიჩიჩის მფლობელი და ოქორს ბუციც მას ეკუთვნის.

"ალმერიას" განადგურება უკვე მეოთხე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ დაიწყო , მეორე გოლი სტუმართა კარში ადებაიორმა გაიტანა , შემდეგ "ალმერიამ" სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა , გოლი უჩემ გაიტანა , პირველი ტაიმი 2-1 მოიგო "რეალმა".

რონალდუმ რეკორდი დაამხო


მეორე ტაიმში კი "რეალმა" ნამდვილი სპექტაკლი დადგა და ვისაც გოლის გატანა ჰქონდა მიზნათ "რეალის" მხრიდან , ყველამ შეასრულა ეს ამოცანა , მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანა ადებაიორმა , დუბლი გაიფორმა ბენზემამ , კიდევ ერთი გოლი გაიტანა რონალდუმ , "ალმერიას" კარში გოლი დებიუტანტმა ხოსელუმაც გაიტანა.

რონალდუმ რეკორდი დაამხო



შეხვედრა ასევე საინტერესო გახლდათ იმით , რომ მადრიდელებმა გააცილეს ლეგენდარული მეკარე იერჟი დუდეკი , რომელსაც გასვლის წინ "რეალის" ფეხბურთელებმა კორიდორი გაუკეთეს, რაც ნადმვილად ამაღელვებელი სანახავი იყო.

"რეალმა" მიმდინარე სეზონი 92 ქულით დაასრულა , მართალია ჩემპიონატში მეორეზე გავიდა , მაგრამ წელს დაცვითი სტილის მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გუნდმა ლა ლიგაში 100 გოლიან საზღვარს გადააცილა და შემტევითი სტილის გუნდზე "ბარსელონა" შვიდი გოლით მეტი გაიტანა.

რონალდუმ რეკორდი დაამხო


რეალი-ალმერია 8:1 (2:1)



მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ60000



რეალი(4-4-2): დუდეკი (ხესუსი 78), რამოსი, პეპე, ალბიოლი, არბელოა, იოზილი, ალონსო, კაკა (გრანერო 61), რონალდუ, ადებაიორი, ბენზემა (ხოსელუ 84).



მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.



ალმერია(4-2-3-1): ესტებანი, ხუანმა ორტისი, გარსია, სილვა, ლუნა, ბერნარდელო, პელერანო (ორტისი 82), პიატი, კორონა, კრუსატი (ვარგასი 62), უჩე (გოიტომი 82).



მწვრთნელი: რობერტო ოლაბე.



გოლები: 1:0 რონალდუ (4), 2:0 ადებაიორი (31), 2:1 უჩე (33), 3:1 ბენზემა (48), 4:1 ადებაიორი (52), 5:1 ბენზემა (63), 6:1 ადებაიორი (73), 7:1 რონალდუ (77), 8:1 ხოსელუ (87).



გაფრთხილებები: ალონსო 50 - ხუანმა ორტისი 64.



მსაჯი: იგნასიო ვილანუევა.



ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 21 (13)-4 (2), კუთხური: 14-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 0-5, ჯარიმა: 10-11.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 22 მაი 2011 12:39
რაულიტო,
გოგა დაცვითი სტილით კი არ ითამაშა ბარსასთან, ვერ ითამაშა შემტევი ფეხბუთი :)
Sportnews 22 მაი 2011 10:39
აუ მაგარი შეხვედრა ჩაატარეს, ეს შეხვედრა წინ უდიდეს ამოცანებს სახავს , ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს, ყველაფერი სწორედ მიდის და მთავარია ასე გაგრძელდეს, ასევე გუნდს ჰყავს უდიდესი ტალანტის მქონდე ფეხბურთელები ხოსელუ , მორატა, სარაბია , ასევე მინდა ავღნიშნო , რომ მოურინიოს ვერ მოერგება რეალსო , რაც სრულიად საპირისპირო დამტკიცდა, მოურინიომ დაცვითი სტილი მხოლოდ ბარსელონასთან ითამაშა, დანარჩენთან კი შემტევითი , დრო მოვა, რომ ბარსელონას შემტევი სტილითაც აჯობებს , ასევე კაკა რჩება მგონი გუნდში , რონალდუ კიდევ შეუდარებელია მართლაც ,
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (225)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა