ხორხე ვალდანო გაათავისუფლეს

უცხოური ფეხბურთი 26-მაი, 14:459 dato_cule 2033


ოთხშაბათს გამართულ პრეს–კომპერენციაზე ,,მადრიდის რეალმა" დაადასტურა ინფორმაცია ვალდანოს გათავისუფლების შესახებ. როგორც ჩანს გადაწყვეტილბა დირექტორტა საბჭოს შეხვედრის დროს მიიღეს.

პერესი: ,,ჩვენ გადავწყვიტეთ აღარ გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები კონტრაქტის შესახებ. ძალიან ძნელი იყო, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ ხომ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად".

შეგახსენებთ, რომ ვალდანო სამეფო კლუბის ღირსებას 80– იან წლებში იცავდა (1984–1987). იყო ასევე პირველი გუნდის მწვრთნელიც და 1994–1995 წლების სეზონში მასთან ერთად პრიმერა დივიზიონის მოგებაც შეძლო.

თუმცა, 2010–2011 წლების სეზონში უკვე გენერალური დირექტორობის დროს, უთანხმოება მოუვიდა მთავარ მწვრთნელ ჟოზე მაურინიოსთან კარიმ ბენზემას თაობაზე. იგი ფიქრობდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ფრანგს იმდენ სათამაშო დროს არ აძლევდა, რამდენიც საჭირო იყო. ხოლო ჟოზე სრულ თავისუფლებას ითხოვდა ტაკტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მოხდა უთანხმოება და პერესმაც მომავალში ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროდ ჩათვალა მისი კლუბიდან გაშვება.

ვალდანოს შემცვლელის ვინაობა ჯერ–ჯერობით დაზუსტებული არაა, თუმცა ერთერთ მთავარ კანდიდატად ზინედინ ზიდანი მოიაზრება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FCB 26 მაი 2011 20:14
რაულიტო,

და ვინ დარჩა დაუფასებელი? :D
dato_cule 26 მაი 2011 19:36
რაულიტო,
კაი დაფასებაზე მაინც რა გაქვს სათქმელი, რაულს რო კაცი გაუშვებს გუნდიდან...
ეს პერესიც მოურინიოს ჩმორი ყოფილა, ჯერ რაული და გუტი,ეხლა ვალდანო...
Sportnews 26 მაი 2011 19:17
dato_cule,
FCB,
ბარსელონას მიხედეთ და ბარსელონა ვის როგორ უფასებს იმას კიდევ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 26 მაი 2011 15:10
dato_cule,

+1.. ამან რეალს რაული და გუტი აჩუქა.. და რეალმაც "დაუფასა".. რეალის ფანების უმეტესობას უხარია ამის წასვლა..
dato_cule 26 მაი 2011 14:48
ეე შემცოდა რაღაცნაირად, თან მითუმეტეს იმ ორი დღის მოთრეულ მაურინიოს გულისთვის



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (140)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი