სნეიდერი: მომავალ წელს ,,ინტერში" დავრჩები

უცხოური ფეხბურთი 26-მაი, 20:299 dato_cule 1709


,,ინტერის" შემტევმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა იტალიის თასის გათამაშების დროს ყველა დაარწმუნა, რომ იგი კლუბში 2011–2012 წლების სეზონშიც დარჩება.

ჰოლანდიელის მომავალი მრავალი სპეკულაციის საგანი გახდა, იგი ,,მანჩესტერ იუნაიტედსაც" კი დაუკავშირეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოსდა კონტრაქტი უკვე მზად იყო. თუმცა, ოთხშაბათს, სნეიდერის აგენტმა სორენ ლერბიმ ყველა ეს ჭორი უარყო და დაამატა, რომ იგი მრავალ ევროპულ წამყვან კლუბსაც კი დაუკავშირეს, მაგრამ სნეიდერს გადაწყვეტილი აქვს ,,ინტერში" დარჩენა.

ვესლი ,,Corriere dello Sport" – თან საუბრისას: ,,შემდეგი სეზონი? მე ,,ინტერში" ვრჩები".

2010–2011 ძალიან წარუმატებელი სეზონი გამოდგა ჰოლანდიელისთვის. იგი ტრავმებმა გააწამეს, რაც საბოლოოდ კლუბზეც აისახა: მათ ჩემპიონთა ლიგა და ,,სერია ა" დათმეს. თუმცა ლეონარდოს გუნდი იტალიის თასის ფინალში გავიდა და იქ, ,,პალერმოს" დამარცხებას შეეცდება.

,,მე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით და პრობლემების გარეშე ვივარჯიშე, დარწმუნებული ვარ, რომ ,,პალერმოს" წინააღმდეგ თამაშს შევძლებ და გავიმარჯვებთ კიდეც. ეს არის ბოლო შანსი იმისა, რომ სეზონი უტიტულოდ არ დავასრულოთ".

შეგახსენებთ, რომ სნეიდერი ,,ინტერში" 2009 წლის ზაფხულში ,,რეალიდან" გადავიდა და პირველივე სეზონში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, იტალიის თასი და სერია ა. წელს კი, მხოლოდ 4 გოლისა და 6 საგოლე პასის გაკეთება შეძლო და გუნდიც საბოლოოდ იტალიაში მეორე ადგილს დასჯერდა.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
inter 27 მაი 2011 18:43
აბა სხვა გუნდში რა უნდა ამას,კარგად შეეწყო ინტერს..საღოლ სნეი..
dato_cule 26 მაი 2011 20:31
რავი სწორად მოიქცაა? fellow



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (111)
აპრილი 2020 (219)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)