ესპანეთი ევროპაში საუკეთესოა!

უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 29-მაი, 21:529 Sportnews 3667


ესპანეთის ორ გუნდს მადრიდის "რეალს" და კატალონიის "ბარსელონას" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული საერთო ჯამში 13 ჯერ აქვთ მოგებული , რითიც ესპანური ფეხბურთი ევროპაში ლიდერობს.

ბოლო ხანს მართლაც გამორჩეულია მსოფლიოში და ევროპაში , როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზე ესპანური ფეხბურთი , რამაც საბოოლოდ თავის შედეგი გამოიღო და ესპანურ გუნდებს საერთო ჯამში ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონთა თასი.

ესპანეთის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება იტალია , რომლის წარმომადგენლებიც ყველაზე პრესტიჟულ ტიტულს 12-ჯერ ფლობდნენ, მე-3 ადგილზე კი, ინგლისელები არიან.

6-6-ჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონთა თასი გერმანულ და ჰოლანდიურ კლუბებს, ოთხჯერ პორტუგალიის წარმომადგენლებს, ხოლო თითო-თითოჯერ წარმატებას ფრანგულმა, რუმინულმა, შოტლანდიურმა და სერბულმა გუნდმა მიაღწია.

არნიშნული ტურნირი ყველაზე მეტჯერ 9 ჯერ მოგებული აქვს მადირდის "რეალს" , მეორე ადგილზე იმყოფება 7 თასით "მილანი" , მესამე საფეხურს კი 5 თასით "ლივერპული" იკავებს.

რეალი (ესპანეთი) - 9
მილანი (იტალია) - 7
ლივერპული (ინგლისი) - 5
აიაქსი (ჰოლანდია), ბაიერნი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი) - 4
ინტერი (იტალია), მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) - 3

ბენფიკა (პორტუგალია), იუვენტუსი (იტალია), ნოტინგემი (ინგლისი), პორტუ (პორტუგალია) - 2
სელტიკი (შოტლანდია), ჰამბურგი (გერმანია), სტიაუა (რუმინეთი), მარსელი (საფრანგეთი), ფეინოორდი (ჰოლანდია), ასტონ ვილა (ინგლისი), პსვ (ჰოლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), დორტმუნდი (გერმანია) - 1.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
soccerda 30 მაი 2011 16:07
რაულიტო,
რატო და იმიტო რო ამ სტატიასჰი რეალი ბარსაა ხოდა მილანი ბარსაზე ჯერ კიდევ სამი თასით წინაა:)
Sportnews 30 მაი 2011 14:31
ციტატა: soccerda
ხოო მე არ გეთანხმები მე მაგალითად მილანს ბარსაზე წინ დავაყენებ ჩემპიონთა ლიგაზეც ჯობია ტიტულებით :) აი ამიტო


მეც მაგას ვიძახი მერე და რატომ არ მეთანხმები ? wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
soccerda 30 მაი 2011 13:28
ციტატა: რაულიტო
დიტო ეს სტატია შენ ჩემგან , რომ შეიხსენონ ვინ არის მსოფლიოს ნომერ პირველი ორი გუნდი და ნაკლები ილაპარაკონ , გაიმეროთ ანალოგიური შედეგი და მერე უწოდეთ თავს მსოფლიო საკლუბო ისტორიაში საუკეთესო გუნდი.

ხოო მე არ გეთანხმები მე მაგალითად მილანს ბარსაზე წინ დავაყენებ ჩემპიონთა ლიგაზეც ჯობია ტიტულებით :) აი ამიტო
slim4you 29 მაი 2011 22:33
რაულიტო,
გაიხარე, გეთანხმები ბევრ რამეში... :)
Sportnews 29 მაი 2011 21:54
დიტო ეს სტატია შენ ჩემგან , რომ შეიხსენონ ვინ არის მსოფლიოს ნომერ პირველი ორი გუნდი და ნაკლები ილაპარაკონ , გაიმეროთ ანალოგიური შედეგი და მერე უწოდეთ თავს მსოფლიო საკლუბო ისტორიაში საუკეთესო გუნდი. tongue lol
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი