<<>>

ოლდ ტრაფორდი - ოცნების თეატრი

უცხოური ფეხბურთი 01-ივნ, 10:569 THE BRITISH 3293


მსოფლიოში არაერთი ბრწყინვალე სტადიონია, მაგრამ მათ შორის გამოირჩევა "ოლდ ტრაფორდი". ამ სტადიონზე უდიდესი გუნდი, მანჩესტერ იუნაიტედი თამაშობს. 1909 წელს სულ რაღაც 60 ათასი ფუნტი სტერლინგით ამ გუნდს ახალი სტადიონი აუშენეს. ამ ფაქტს მანკუნიანელები უნდა უმადლოდენ ჯონ ჰენრი დეივისს, რომელმაც ჩათვალა, რომ უმაღლესი ლიგის ჩემპიონს არ უდნა ეთამაშა ჭაობში და თავისი ჯიბიდან დადო მთელი თანხა.

მაშინ გუნდს ერქვა "ნიუტონ ჰიტი" და მას უწევდა ეთამაშა მცირე, სულ რაღაც 12 ათასიან სტადიონზე, რომელის ყარდა და ხშირად იწვოდა. ერთხელ, როდესაც მოწინააღმდეგემ უარი განაცხადა ასეთ სტადიონზე თამაშისა, კლუბის თავკაცები მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა შეეცვალათ. ამ ფულით დეივისს უნდოდა შეექნა ხელოვნების ნიმუში, რომელსაც უნდა დაეტია ასი ათასი კაცი. მთავარ არქიტექტორად მოიწვიეს არჩიბალდ ლეიტჩი, რომლის თაოსნოს უკვე აშენებული იყო სხვა დიდი სტადიონები - "ენფილდი", "სტემფორდ ბრიჯი", "ჰაიბერი", "უაიტ ჰარტ ლეინი", "სელტიკ პარკი" და "აიბროკსი".


ოლდ ტრაფორდი - ოცნების თეატრი


სტადიონისთვის შეარჩიეს სუფთა ადგილი, ქალაქ მანჩესტერის ცენტრში. სტადიონის შენება დაავალეს კომპანიას "ბრამბელი და სმიტი". მშენებლობაში მცირე პრობლემები იყო, ასევე ხარჯები ვერ გათვალეს, რის შედეგადაც 1910 წლის 18 თებერვალს გახსნილი სტადიონი იტევდა მაქსიმუმ 80 ათას ადამიანს. თუმცა სტადიონმა ხალხის აღტაცება გამოიწვია.
პირველი თამაში ჩატარდა იუნაიტედს და ლივერპულს შორის. ეს ზეიმი მერსესაიდელებმა ჩაუმწარეს მთავარ მტრებს, როდესაც 3 ბურთის ჰანდიკაპი გაქვითეს და მომგებიანი გოლი გაიტანეს. სწორედ ამიტომაა მათი თამაში მუდამ ასეთი სანახაობრივი და საინტერესო, მატი მტრობა ხომ ზუსტად მაშინ დაიწყო.


ოლდ ტრაფორდი - ოცნების თეატრი


ორი წლის შემდეგ სტაიონმა უკვე უმასპინძლა ინგლისის ლიგის თასს, ხოლო 1926 პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებმა, როდესაც მათ წააგეს შოტლანდიასთან 0-1. მეორე მსოფლიო ომის დროს სტადიონი ემსახურებოდა ინგლისის არმიას. ერთ-ერთი გერმანელთა შეტევისას, დაინგრა სტადიონის მთავარი ტრიბუნა, თუმცა შემდეგ ის სახელმწიფოს ფულით აღადგინეს. ამ პერიოდში, როცა იუნაიტედს არ შეეძლო თავის სტადიონზე თამაში, ისინი იყოფდნენ სტადიონს სიტისთან ერთად, რაშიც წელიწადში 5 ათასს ფუნტსა და მოგების 10%-ს იხდიდნენ. ეს თანხა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი იყო, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ პერიოდში მანჩესტერისა და არსენალის ერთ-ერთ თამაშს დაესწრო 83260 ადამიანი, რაც ახლაც სტადიონის რეკორდია.


ოლდ ტრაფორდი - ოცნების თეატრი


დიდი რეკონსტრუქცია დაიწყო, როდესაც გაირკვა რომ ინგლისი უმასპინძლებდა 1966 წლის მსოფლიო პირველობას, ხოლო "ოლდ ტრაფორდი" სამ შეხვედრას. გამოცვალეს ფუდნამენტი, კრიშის ბოძები, დიდი ტრიბუნა გაზარდეს, ასევე პირველად ინგლისში გააკეთეს VIP ლოჟები. სულ რაღაც 1000 ფუნტად გაიხსნა სუვენირების მაგაზია, რომელსაც ახლა MEGASTORE ჰქვია.


ოლდ ტრაფორდი - ოცნების თეატრი


ამ პერიოდში არაერთი ცუდი ამბავი მოხდა. ჯერ იყო და მილანთან შეხვედრაში ტრიბუნებიდან გადმოაგდეს კვამლის შუშხუნები და ჩაშალეს თამაში. მერე ტრიბუნიდან ისროლეს დანა, რის გამო სტადიონს მისცეს დისკვალიფიკაცია. ხელმძღვანელობამ ვერ მოითმინა და სტადიონთან დააყენა ბარიერები, პირველად ბრიტანეთში. ბოლოს კი 1970 იუნაიტედი მეორე ლიგაში გაისტუმრეს.

თუმცა შემდეგ დადგა აყვავების ხანა. მეორე დივიზიონში გავარდნის შემდეგ კლუბი არ წყვეტდა სტადიონის გაუმჯობესებას, შეცვალეს განათების სისტემა, განაახლეს კრიშა, გააუმჯობესეს VIP ლოჯების პირობები. ხოლო გუნდი დაბრუნდა პირველ ლიგაში. მალე "ოლდ ტრაფორდმა" დაიწყო რაგბის თამაშების მიღება, ხოლო 90-იანი წლებიდან როკ კონცერტებისაც.

1989 წელს მომხდარ ერთ ტრაგიკულ ინციდენტში, დაიღუ 96 ადამიანი და 766 დაიჭრა. ეს მოხდა ლივერპულისა და ნოტინგემის თამაშისას, რის შემდეგ გადაწყდა რომ სტადიონებიდან მოიხსნებოდა სადგომი ზონები და ბარიერები. რეკონსტრუქცია დაჯდა 10 მილიონი ფუნტი, რის შემდეგაც "ოლდ ტრაფორდი" იტევდა მხოლოდ 44 ათას ადამიანს. ამის შემდეგ სტადიონს რეგულარულად ზრდიდნენ.

2003 წელს სტადიონა პირველად იხილა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც იტალიური კლუბები - მილანი და იუვენტუსი შეერკინნენ. მანკუნიანელებს ძალიან სურდათ თასი აეწიათ მშობლიურ სტადიონზე, თუმცა მათი სურვილები დაამხო "მადრიდის რეალმა", ზუსტად კი რონალდომ.

დღეს "ოლდ ტრაფორდი" წარმოადგენს დიდებულ სტადიონს. ჩრდილოეთ ტრიბუნა, სტადიონის მთავარი ტრიბუნა, მოიცავს სამ რადიუსს და იტევს 26 ათას ადამიანს. იქვე ხორციელებს განთქმული მუზეუმი, ტიტულების გალერეა და RED CAFE. იქვე აწარმოებენ თავის ტრანსლაციებს BBC, SKY SPORTS და MUTV. ასევე შეგიძლიატ იხილოთ სხვა სანახავი ადგილები:


ოლდ ტრაფორდი - ოცნების თეატრი


მინდვრის ფართობია 105x68 მეტრზე. ბალახის შეცვლას ჭირდება 250 ათასი ფუნტი, ხოლო მისი მოვლა რეგულარულად მიმდინარეობს. "ოცნების თეატრი" ამ სტადიონს შეარქცა სერ მეტ ბასბიმ. სულ მალე იგეგმება მისი ტევადობის გაზრდა ასი ათას ადამიანამდე.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 1 ივნისი 2011 12:19
ყოჩაღ შემიძლია ვთქვა რომ მანჩესტერის ფანმა ეს არ ვიცოდი :)
კარგი სტატიაა
FC Bayern München 1 ივნისი 2011 11:31
THE BRITISH,
ცუდიათქო არ მითქვამს..წარმატეტბებს გისურვებ და იმედია კიდევ დაწერ მსგავს სტატიებს
THE BRITISH 1 ივნისი 2011 11:26
ლოთარ_მათეუსი,
ვიკიპედიიდან არაა და ასეთი რავი მანუნიტედ.გეზე ოდიდგან ვარ და არ მინახავს.. პირველ ჯერზე არ უნდა იყოს ცუდი მგონი, მერე ახალ ამბებს დავდებ ხოლმე :)
FC Bayern München 1 ივნისი 2011 11:22
ვიკიპედიიდანააა ეს სტატია..ნებისმიერ საიტცე შეიძლება ვნახოთ
Sportnews 1 ივნისი 2011 11:03
THE BRITISH საღოლ ძმა პირველი ძაან მაგარი სტატია , ეს ერთი და სხვა მრავალი ასეთი კარგი სტატიები , ნამდვილად მგონი კიდევ ერთი კარგი მწერალი შემოგვიერთდა საიტზე რაც ძალიან კარგია!
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (62)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (651)
სიტი-რეალი