გამომშვიდობება ზიზუსთან

უცხოური ფეხბურთი 04-ივნ, 12:319 soccerda 2272


სულ რაღაც ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ფილმი გადაიღეს პირდაპირ "ვილიარეალი" და "რეალის" დაპირისპირების დროს (22 აპრილი 2005 წელი) სახელთ "ზიდანი : 21 საუკუნის პორტრეტი". და იმ დღეებშივე შედგა ამ ფილმის პრემიერა, ზიდანმა თავისი ბოლო მატჩი ითამაშა "ბერნაბეუზე"... და კვლავ მოწინააღმდეგე იყო "ვილიარეალი" (7 მაისი 2006 წელი).



"არ ვიცი, არის ცხოვრება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ - აღარაა ფეხბურთი ზიდანის შემდეგ", წერდა გამოცემა ას-ის ჟურნალისტი ცეზარ მარტინესი. - "მე ვეღარ წამომიდგენია ამის შემდეგ როგორ შევძლებთ თამაშს, ბურთის გაკონტროლებას და გოლის გატანას. ზიზუ ყველასათვის მაგალითია. მხოლოდ გაიფიქრეთ, იყო სხვა ასეთი ფეხბურთელი, რომელმიც გულშემატკივარს აკანკალებდა განცვიფრებისაგან, და ერთდროულად აწარმოებდა სულ უბრალო და სამართლიან ცხოვრებას, იგი მაგალითია არა მარტო ფეხბურთელებისათვის არამედ გულშემატკივრისა და მშობლებისა, ოჯახებისა, წყვილებისა და ხალხის, რომელთათვისაც ფეხბურთი უცხო ხილია. მადლობ, ზიზუ, შენ მე ცხოვრება მასწავლე, იმ შემთხევაში როცა პირადად არ გიცნობდი არასოდეს."



"მადრიდის რეალისა" და ზიდანის ურთიერთობა ერთი ჩვეულებრივი ხელსახოცით დაიწყო. ფიფას გალაკონცერტის დროს მონტე-კარლოში, ფლორენტინო პერესმა ერთი სუფრიდან მეორეზე ხელსახოცი გადააწოდა. ამ ხელსახოცის მიღების ადრესატი კი ზიზუ გახლდათ, ტურინის "იუვენტუსის" და საფრანგეთის ნაკრების მოციმციმე ვარსკვლავი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ერთდროულად. ფლორენტინომ ფრანგულად მიწერა: "გინდათ მადრიდის რეალის ღირსება დაიცვათ" ?. ზიდანმა გაიღიმა და ინგლისურად უპასუხა : "yes".



როდის შედგა მათი პირველი შეხვედრა ? ფლორენტინო დამაკმაყოფილებელ პასუხს იძლევა : "ეს იყო 12 ივნისს 1998 წელს 21:27 საათზე". იმ საღამოს ესპანელი ბიზნესმენი თავისი მეუღლითურთ ფეხბურთს უყუებდნენ "სტად დე ფრანცზე". ვი-აუ-პი ტრიბუნაზე ისინი მეგობარმა - ჟან-კლოდ დეკომ მიიწვია. საფრანგეთში საძაბულობა ბატონობდა, ნაკრები პირველად თავისი ისტორიის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და გამარჯვების მწვერვალზე იდგა. 27 წუთზე ზიდანმა ანგარიში გახსნა, თავით გატანა საფრანგეთის პირველი გოლი. პერესი მეუღლეს მოუბრუნდა და სწრაფად მიაყარა : "ბეტინა, ხედავ ფეხბურთელს 10 ნომრით ? ხედავ, როგორ ბრწყინვალედ თამაშობს ? თუ ოდესმე "რეალის" პრეზიდენტი გავხდები , გპირდები, რომ მე მას მადრიდში ჩამოვიყვან. ორი წლის შემდეგ პერესს ოცნება აუხდა და "რეალის" პრეზიდენტი გახდა. მადირიდის რეალის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პერესმა ეგრევე ზიზუ გაიხსენა. ფლორენტინოს მხოლოდ ერთი სურვილი ქონდა : "რეალის" ძალა აღედგინა და დაემსგავსებინა იმ რეალს რომელიც ალფრედო დი სტეფანოსა და რაიმონ კოპას დროს იყო. ეს ვირტუოზები ფლორენტინოს განცვიფრებისაგან აკანკალებდნენ როდესაც მამას ფეხბურთის საყურებლად დაჰყავდა.



2000-01 წლების სეზონის წარმატებულად დამთავრების შემდეგ ( ფიგუ დაეხმარა დელ ბოსკეს კლუბს ჩემპიონობის ტიტულის მოპოვებაში, გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა), ფლორენტინოს ფული არ ენანებოდა, თავისი ოცნების ასახდენად. ის დაჯდა თვითმფრინავში და ტურინში ჩაფრინდა "იუვეს" ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. 75 მილიონმა ევრომ რომელიც პერესმა ზიზუში გადაიხადა ფეხბურთელს რეალში ამოაყოფინა თავი.



ამ თანხამ ზიზუს კიდევ ერათი ტიტული მისცა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. სრულიად მოულოდნელად ზიდანი დეპრესიაში ჩავარდა.



- პრეზიდენტო, მე დისკომფორტს ვგრძნობ, მე ვერ ვხედავ გუნდის თამაშის დინამიკას, მაგალითად , ფიგუ პასს არ მაძლევს. მე ვიცი რატომაც... - ერთხელ ზიდანი პერესის ოფისთან მივიდა.



ფლორენტინოს სახე არ შეცვლია, გაამხნევა ფრანგი და მაგრად ჩაეხუტა. როცა ზიდანი წავიდა, პერესმა ტელეფონი აიღო და ფიგუ კაბინეტში დაიბარა.



- ლუის, მე გავიგე, რომ ზიდანს ადაპტაცია უჭირს გუნდში, და მას კლუბის ფეხბურთელების დახმარება სჭირდება.გთხოვ ორ რამეს : ეცადე მიცე მას პასი და სავახშმოდ მიიწვიე.



მომდევნო თამაშში, პირველივე ეპიზოდში, როცა ბურთ ფიგუს ფეხებთან იყო, ზიდანზე გადაცემით დამთავრდა. მეორედ, მან ისევ აწია თავი ზიდანის დასანახად და გაგზავნა ერთ-ერთის ის საუკეთესო "სპირალი" რომელის გაკეთებაც მარტო მას შეეძლო.ლუისმა საპრეზიდენტო ლოჟისკენ გაიხედა და ისეთი ჟესტი გააკეთა, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტმა გაიგო. რამოდენიმე დღე გავიდა, როცა პრეზიდენტი და ფეხბურთელი შეხვდნენ, ფიგუმ აღიარა : "იგი ხედავს, რომ მე მას ვამჩნევ. მე მას ვაძლევ პასებს, მაგრამ მე არ მინდა მისი სასაუზმოდ მიწვევა."



ეს ისტორია იმის მთქმელია, თუ როგორი იყო ფიგუ. როდესაც ბექემი რეალში გამოჩნდა , ფიგუ მასში მის შემცვლელს ხედავდა რაც ძლიერ არ სიამოვნებდა. სულ მალე ფუგუს და ზიდან ურთიერთობა დაეწყო ყველაფრის მიუხედავად, ისინი დღემდე თანამშრომლობენ, ატარებენ საქველმოქმედო მატჩებს.



ზიდანის პრობლემები მაშინ დამთავრდა როდესაც დელ ბოსკემ მას შესაფერისი ადგილი მოუუნახა წყობაში - მარცხენა ფლანგზე და ზიდანის პირველი წლის ისტორია მადრიდში დაწყო, მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა გლაზგოში, და ეს ყველაფერი მისი შესანიშნავი გოლის შედეგად. ამ გოლის შემდეგ იგი თავს თავისუფლად გრძნობდა და აქედან დაიწყო "ბერნაბეუზე" საოცრებების ეპოქა.



მაგრამ გავიდა წლები, ჯამრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და ტიტულების ნაკლებობამ ზიდანს წასვლა აიძულა. როდესაც მან კლუბთან კონტრაქტი 2007 წლამდე გაახანგრძლივა , მიუთითა რომ : მას შეუძლია ბოლო წლის კონტრაქტის უარის თქმა თუ იგრძნობდა, რომ თამაში აღარ შეეძლებოდა.



ასეც მოხდა. მთელი 2005-06 სეზინი ზიდანი ფიქრობდა, თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ხოლო გამუდმებულმა მიკრო ტრამვებმა და ტკივილებმა იგი მიიყვანა იქამდე რომ თამაშს თავი დაანება. მაშინ ყველა გაზეთი წერდა , რომ ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთიდან წასვლისა.



მან ეს გადაწყვეტილება მართლა მიიღო. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა 2006 წელს : "მე მივდივარ, ეს გადაწყვეტილია. მე ვერ შევძლებ კიდევ ერთი წელი თამაშს". მაშინ იგი მხოლოდ 33 წლის იყო. მის უკან 5 წლით ადრე კი იყო მაგიის წლები, რომელსაც "ბერნაბეუს" პუბლიკა არასოდეს დაივიწყებს.



" ბერნაბეუზე ამის შემდეგ ზოგი იკარგებოდა არასტაბილურობის გამო" - წერს დავიდ ტრუება, - "ყველამ დაივიწყა ის რაც ტალანტს უკვდავს ხდის : პუბლიკა". ეს ისაა, რაც ზიდანს ყველა სხვა ფეხბურთელისაგან გამოარჩევს, რომელებიც "ბერნაბეუზე" ბოლო 20 წელი თამაშობდნენ, და ბევრი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს კიდე 20 წელი ასე იქნება. ზიდანი თავისი ვირტუალურობით სარგებლობდა არა იმიტომ, რომ ფეხბურთი ეთამაშა, არამედ , პუბლიკისათვის პატივი ეცა და ყოველი თამაშის შემდეგ ხალხი გაეხარებინა".



"ჩვენ ვსტუმრობთ სტადიონს სიხარულისათვის და მოვედით ზიდანის პატივსაცემად და არა ძალდატანებული და ხათრიანი თამაშის საყურებლად. მაგრამ ყოველი ზიდანის ფინტში ბევრი ოდლი იყო ჩაქსოვილი, რომელიც მას ყველანაერი ცუდი აზრისაგან ანთავისუფლებდა . მისი გაგება რთული იყო, იმიტომ რომ ხელოვნების გაგება ცოდნას ითხოვს, და მაშინ როდესაც მას გაუგეს, მისა და პუბლიკას შორის საუკუნო სიყვარულის მოლაპარაკება დაიდო.



"ზოდანმა ჩვენ გაგვაგებინა ის, რომ ყველამისი ფინტი ან პასი ქუსლით იყო სულიდან ამოსული და მხოლოდ და მხოლოდ ლამაზ ფეხბურთს ემსახურებოდა".



"ბედს კალენდარის სახით უნდოდა, რომ მისი ბოლო მოწინააღმდეგე "ბერნაბეუზე" "ვილიარეალი" გამხდარიყო. ჩვენ მადლობელი უნდა ვიყოთ , რომ მისი ბოლო მოწინააღმდეგე "ვილიარეალი" იყო რადგან იგი ძლიერი კლუბია და იქაჩ თამაშობს ისეთი ფეხბურთელი როგორიც ზიდანია - რიკელმე. ეს ფეხბურთელიც ზიდანივით : წყნარი, მორცხვია და ხედავს იმას რასაც მარტო ის და ზიზუ იგებენ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ისაა, რომ მიდის ზიდანი და მასთან ერთად მიდის სილამაზე, მთავრდება ციკლი, ოცნება, რომელიც მისი მოსვლით დაიწყო ეხლა კი მისი წასვლით მთავრდება. დღეს ის მისი და გალაკტიკოსის ისტორიის ბოლო ფურცელს დაუსვავს წერტილს. მე ეს დავინახე".



"ვილიარეალის" წინააღმდეგ მატჩში - მის ბოლო მატჩში "ბერნაბეუზე" - ზიდანმა მთელი თავისი ოჯახი მიიწვია. მისმა პარტნიორებმა გუნდში ყველამ ერთხმად წარმოსთქვეს : "ჩვენ ყველას გვინდა მოვიგოთ ზიზუსათვის. წინასამატჩო ვარჯიშზე ზიზუ ახალწვეულ ახალგაზრდას გავდა, იგი ჩქარობდა და ნერვიულობდა. თითქოსდა დღეს მისი დებიუტი იყო. "მეც ზუსტად ასე ვიტავი " - წერდა უგო გატი, გამოჩენილი არგენტინელი მეკარე - დავიწყე კარიერა თამაშით, რომორც ბავშვს შეეფერება და ასევე დავამთავრე ის. ოვაციები რომლებიც ზიდანმა მიიღო "სანტიაგო ბერნაბეუსგან" და აბლოდისმენდები, რომელიც მის ბოლო მატჩზი იყო იგი იძულებული გახადა ეტირა. მე დავიანხე ახალგაზრდა, სწრაფი ზიდანი დიდი სურვილის მქონე თავისი ცხოვრების მატჩის სათამაშოდ. მან გაიტანა ბექემის შესანიშნავი პასის შემდგომ და გაიტანა თავით.ეს იყო ზიზუს დღე".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
13_FCB 17 ივნისი 2011 22:26
ამდენს როგორ წერთ გამაგიჟებთ ტოო
13_FCB 16 ივნისი 2011 10:05
soccerda,
კაი სტატიაა ძმა
soccerda 4 ივნისი 2011 22:18
და გამარჯვებულს რა პრიზი ?
Mr.Black And White 4 ივნისი 2011 18:26
გამარჯვება მიეცით რა წინასწარ... და ვიდეო თუ შეძლებთ დადევით...
soccerda 2 ივნისი 2011 21:57
რაულიტო,
მადლობა
Sportnews 2 ივნისი 2011 21:46
აბა წავიდა , დავიწყებ ეხლა წაკითხვას, და რომ მოვრჩები , ჩემს შთაბეჭდილებს დავწერ

წავიკითხე და ძაან მაგარი სტატია, არ ვიცი რა იქნება შემდეგი სტატიები , მარა ეს სტატია ჩემი ფავორიტი სტატია , რაც შეეხება ზიზუს , მას უკომენტაროდ დავტოვებ , რადგან ვერ ავხწერ ზიდანის თამაშს , რადგან ეს აუხწერელია , უბრალოდ უნდა უყურო და დატკბე.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი