სატრანსფერო ციებ-ცხელებები

უცხოური ფეხბურთი 07-ივნ, 19:209 Sportnews 4198


მინდა ერთი საინტერესო სტატია შემოგთავაზოთ , დასრულდა სეზონი და უკვე უკლებლივ ყველა გუნდი მომავალ წლისთვის ემზადებიან , განსაკუთრებით კი მსოფლიო დონის გრანდები ემზადებიან ,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს სტატია.

სატრანსფერო ციებ-ცხელებები


მადრიდის "რეალი"


დავიწყოთ , მადრიდის "რეალით" , მადრიდული გუნდი ყოველთვის გამოირჩევა სატრანსფერო ბაზარზე , პრესა ამ გუნდს უკავშირებს უამრავ ფეხბურთელს , მაგრამ ამ გუნდთან წელს საკმაოდ ახლოსაა რამდენიმე ფეხბურთელი. მას შემდეგ რაც "სამეფო გუნდმა" უკვე დაიმატა სამი ფეხბურთელი: შაჰინი , ალტინტოპი და კალეხონი , კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს უკავშირებენ. თითმის გადაწყვეტილია , რომ ამ ზაფხულს "რეალში" ჩაირიცხება პორტუგალიელი უნივერსალი ფაბიო კოენტრაო , ასევე "რეალმა" შეიძლება დაიმატოს ორი არგენტინელიდან: აგუეროს და ტევეს შორის ერთ-ერთი , უფრო რეალური აგუეროს დამატება , რომელმაც "ატლეტიკოს" დატოვება გადაწყვიტა, ბოლო ხანს კი "რეალს" კიდევ ერთ ფეხბურთელს ბრაზილიელ მაიკონს უკავშირებენ. "რეალი" ცდილობს "სიტიდან" ადებაიორი შეიძინოს სასურველ ფასებში.

სატრანსფერო ციებ-ცხელებები


კატალონიის "ბარსელონა"


"ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით არ გამოირჩევა , თუმცა უნდა ველოდეთ , რომ რამოდენიმე ფეხბურთელით კატალონიური გუნდიც გაძლიერდება , როგორც ბოლო რამდენიმე ზაფხულს , წელსაც კატალონიური გუნდი კვლავ შეეცდება "ბარსელონაში" დააბრუნოს სესკ ფაბრეგასი , მაგრამ , თუ კატალონიებს მართლაც უნდათ ფაბრეგასის ყიდვა მოუწევთ სერიოზულად მოჰკიდონ აღნიშნულ ტრანსფერს ხელი და ჯიბიდან ფულის გაღებაც არ უნდა დაენანონ , როგორც იცით ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბარსელონა” ”ვილიარეალიდან” ჯუზეპე როსის და ”უდინეზედან” ალექსის სანჩესის შეძენას ცდილობს.

სატრანსფერო ციებ-ცხელებები


"მანჩესტერ უნაიტედი"


"მანჩესტერი" სატრანსფერო ბაზარზე არ გამოირჩევა აქტიურობით ხოლმე , "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგისონი ცნობილი ფეხბურთელების ტრანსფერებს არჩევს უცნობი ფეხბურთელების ყიდვას, რომლებისგანაც შემდეგ ვარსკვლავებს აყალიბებს, მაგრამ შეიძლება წელს ეს მეთოდი შეიცვალოს , რადგან "მანჩესტერს" სურს იყიდოს "ინტერიდან" ვესლი სნეიდერი , "წითლები" ეძებენ ვან დერ სარის და სქოულზის შემცვლელებს , ვან დერ სარის შემცვლელად დე ხეა მოისაზრება , სქოულის შემცვლელად კი ლუკა მოდრიჩი , "მანცესტერის" ინტერესის სფეროშია ასევე ნასრი.

სატრანსფერო ციებ-ცხელებები


მილანის "მილანი"


"მილანს" პირველ რიგში გამოსასყიდელი ჰყავს ზლატან იბრაგიმოვიჩი სრულად "ბარსელონიდან", ზლატანს წარმატებული სეზონი ჰქონდა "მილანთან" ერთად და დიდია ალბათობა იმის, რომ მომავალი წლიდან ზლატანი "მილანის" სრულფასოვანი წევრი იქნება , "მილანს" უკვაშირებენ ასევე კლოზეს, რომელიც თავისუფალი აგენტია , "მილანის" ინტერესის სფეროში არიან: ჰამშიკი , მენეზს და აკვილანს.

სატრანსფერო ციებ-ცხელებები


მიუხენის "ბაიერნი"


პირდაპირ , რომ ვთქვათ "ბაიერნმა" გასული სეზონი ჩააგდო , ამიტომ ეს გუნდი წელს ეცდება უფრო გაძლიერდეს ,ესპანური გამოცემები იტყობიბიან მუხენის "ბაიერნი" მზადაა შეთავაზება გაუგზავნოს "სარაგოსას" სერბ მარცხენა მცველს ივან აბრადოვიჩს , მიუნხენელებს "აიაქსიდან" ტომ ოვერტოომის გადაბირება სურს და ასევე მის ინტერესის სფეროში არის , 19 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის, ერიკ ლამელი.

სატრანსფერო ციებ-ცხელებები


მილანის "ინტერი"


როგორც , "ინტერის" პრეზიდენტი მორატი იტყობინება , მისი გუნდი ამ ზაფხულს ძირეულ ცვლილებეს არ აპირებს , თუმცა მათ ინტერესის სფეროში მოექცა რამდენიმე ფეხბურთელია , მათ სურს თავიან რიგებში დაიმატონ ბრაზილიელი რიკარდო კაკა , რომელიც შეიძლება მაიკონში გაიცვალოს , ასევე შეიძლება "ლიონიდან" ბასტოსის ტრანსფერი განხორციელდეს , პრეზიდენტის სურვილია , რომ "რომადან" იყიდოს დანიელე დე როსი , რა გამოუვა მას ვნახოთ.

სატრანსფერო ციებ-ცხელებები


ლონდონის "ჩელსი"


ლონდონის "ჩელსის" მეპატრონეს ყოველთვის სურს მისი გუნდი საუკეთესო იყოს , ამიტომ ის ფულს არ ზოგავს ფეხბურთელების შესაძენად , ლონდონური კლუბის შესაძენი ფეხბურთელების სიის სათავეში ოთხი ფეხბურთელია - ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, იტალიური “უდინეზეს” ნახევარმცველი ალექსის სანჩესი, ბრაზილიური “სანტოსის” თავდამსხმელი ნეიმარი და ბელგიის “ანდერლეხტის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 8 ივნისი 2011 02:10
Mr.Black And White,
სიტი გრანდი რომ გახდება დავწერ wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
THE BRITISH 8 ივნისი 2011 01:46
ნეიმარი სანტოსში დარჩება love ლიგაზე გავიდა ჰაზარდიც, კავანიც, სანჩესიც... ვინმე თუ უნდა გადავიდეს გრანდში ესაა პასტორე, მენეზი, ატლეტიკოს ხალხი...
Mr.Black And White 7 ივნისი 2011 22:42
სიტიმ რა დააშავა დაგეწერათ ეგეც...
სტატიები ვნახე სანჩეზი ბარსაშიო.... მერე ნეიმარი ბარსაში გადავიდოდეს კარრგი იქნება.... რ wink
Sportnews 7 ივნისი 2011 22:38
admin,
რატო სნეიდერის დამატება იაფი დაუჯდებათ შენ გგონია , მაგრამ არამგონია იყიდონ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 7 ივნისი 2011 21:11
მანჩესტერი ოქროების გროვებით ისევ არ გამოირჩევა, ისევ ქექავს და ქექავს!
Sportnews 7 ივნისი 2011 20:53
RichIe_blacKburen,
აგუერო გადმოვიდეს რეალში და დანარჩენი ვისაც სად უნდა იქ წავიდეს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Richie 7 ივნისი 2011 19:25
ნეიმარი ჩელსიში წავაა,მე ასე მგონია
Sportnews 7 ივნისი 2011 19:23
რაც შემეძლო დავწერე , შემიფასეთ , როგორი სტატია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (125)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი