მეთოფეები სამბასა და კაჰილისთვის იბრძვიან

უცხოური ფეხბურთი 16-ივნ, 16:179 Eke 1811


არსენ ვენგერის განცხადებით,უკანა ხაზი "მეთოფეთა" სუსტი წერტილია და ის ყველაფერს ეცდება სატრანსფერო ციებ-ცხელების დროს ეს პრობლემა აღმოფხვრას,რისთვისაც "მეთოფეთა" მხარემ უკვე გაგზავნა ივან გაზიდისი მოსალაპარაკებლად,რომელიც "ბოლტონელთა" წარმომადგენელ,ფილ გართსაიდს შეხვდა დონკასტერში,სავარაუდოდ მათ საუბარი ჰქონდათ "ბოლტონელთა" მცველ გერი კეჰილზე,რომლის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება £.17 მილიონია,მაგრამ სავარაუდოდ "ბოლტონელები" თავიანთი ფინანსური კრიზისის გამო,რომელიც კლუბს ამ ბოლო დროს დაატყდა თავს იძულებულნი იქნებიან შეელიონ კეჰილს,"მეთოფეთა" მიერ შეთავაზებულ სავარაუდო თანხად,რომელიც £.15 მილიონს შეადგენს. გერი "ბოლტონს" 2008 წელს შეუერთდა და მას მერე 111 ჩატარებულ მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

მაგრამ ვენგერი მხოლოდ გერი კეჰილის ვარიანტს არ განიხილავს და მის გარდა,ვენგერის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს "ბლექბერნის" ცენტრალური,საკმაოდ ტანმაღალი (1.98სმ) ფეხბურთელი კრისტოფერ სამბ. "ბლექბერნი" თავიანთ 27 წლის კაპიტანში £.12 ბილიონს ითხოვს,მაგრამ "მეთოფეები" სამბას ხელში ჩაგდებას £.8.5 მილიონად გეგმავენ,სამბა "ბლექბერნში" 2007 წელს გადმოვიდა და მას მერე 145 ჩატარებულ შეხვედრაში 14-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება...

მიუხედავად იმისა,რომ კეჰილი და სამბა ერთნაირი სტილისა და პოზიციის მოთამაშეები არიან,სავარაუდოდ "არსენალი" ორივესთვის ბოლომდე იბრძოლებს,როგორც მათთვის დამახასიათებელია,როგორც ნასრისა და ბენ ალფას შემთხვევაში იყო...


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
kun aguero 16 ივნისი 2011 19:34
მაააგარი იქნება
Eke 16 ივნისი 2011 16:18
ორივე საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია ფიზიკურად და მგონი სერიოზული ძალა დაემატება არსენალს ამათი სახით



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (160)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი