კოპა ამერიკაზე სენსაციები გრძელდება

უცხოური ფეხბურთი / კოპა ამერიკა 04-ივლ, 16:499 Sportnews 1887


ძალიან მოულოდნელი იყო პირველ დღეს არგენტინას ვერ მოეგება , მაგრამ მეტად თუ არა არანაკლებ მოულოდნელი იყო გუშინ უკვე ბრაზილიის ნაკრების მიერ ნათამაშები ფრე , თანაც უგოლო ფრე.

ბრაზილიის ნაკრებისგან გუშინ უმეტესობა ლამაზ, ლაღ და სწრაფ თამაშს მოელოდა, თავიდან ბრაზილიელებმა მართლაც ესე დაიწყეს, თამაშობდნენ ტეხნიკურად , ფინტებსაც აკეთებდნენ , როგორც ბრაზილიელებსაც სჩვევიათ , მომენტებიც შექმნეს საკმაოდ კარგი , მაგრამ ვერ გამოიყენეს.

ძალიან ახლოს იყო პატო და რობინიო მეტოქის კარის დალაშქვრასთან , მაგრამ პატოს დარტყმის შემთხვევაში ვენესუელას კარი ძელმა იხსნა, რობინიოს დარტყმის დროს კი ვენესუელას მშველელათ მათი მცველი მოგვევლინა , მომენტი ჰქონდა ნეიმარსაც, მაგრამ ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელმა კარგად ვერ დაარტყა.

გოლი არ გასულა არც B ჯგუფის პირვლეი ტურის მეორე შეხვედრაში , სადაც ერთმანეთს პარაგვაი და ეკვადორი ხვდებოდნენ , პარაგვაი მაინც ფავორიტად ითვლებოდა ამ შეხვედრაში , მაგრამ ფავორიტობა ვერც ამ გუნდმა გაამრთლა და მანაც მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო.

ასე და ამგვარად პირველი ტურის შემდეგ B ჯგუფში სრული თანაბარდობაა , რადგან ოთხივე გუნდს თანაბარი 1 ქულა აქვთ და გატანილ და მიღებული გოლის გრაფაშიც ოთხივე გუნდს ნული უწერია.

ბრაზილია-ვენესუელა 0:0

ბრაზილია (4-2-3-1): ჟულიო სეზარი, ალვეში, ლუსიუ, სილვა, სანტოსი, ლუკას ლეივა, რამირესი (ელანო 76), რობინიო (ფრედი 65), განსო, ნეიმარი, პატუ (ლუკასი 76).

ვენესუელა (4-4-2): ვეგა, როზალესი, ვისკარონდო, პეროსო, ჩიჩერო, გონსალესი (დი გიორგი 85), ლუსენა, რინკონი, არანგო, რონდონი (მორენო 64), ფედორი (მალდონადო 79).

გაფრთხილებები: სილვა 38 – რონდონი 62, გონსალესი 64, მორენო 90.




პარაგვაი-ეკვადორი 0:0

პარაგვაი (4-4-2): ვილარი, პირისი, და სილვა, ვერონი, ტორესი, ბარეტო (ვერა 38), ორტიგოსა, რივეროსი, ესტიგარიბა, სანტა კრუსი (სებალოსი 84), ბარიოსი (ვალდესი 74).

ეკვადორი (4-4-2): ელისაგა, რეასკო, არაუხო, ერასო, აიოვი, ვალენსია (აროიო 45), ნობოა, კასტილიო, მენდესი (კიროსი 82), ბენიტესი, კაიჩედო.

გაფრთხილებები: პირისი 54, სებალოსი 90.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 4 ივლისი 2011 14:46
რა მოსაგები თამაში იყო.....



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (110)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი