ურუგვაიმ სენსაციები გააგრძელა

უცხოური ფეხბურთი / კოპა ამერიკა 05-ივლ, 12:229 Sportnews 1867


კოპა ამერიკაზე პირველი ტური დამთავრდა , პირველ ტურში მართლაც საკმაოდ ბევრი მოულოდნელობა დაფიქსირდა, წინა ორ დღეს თუ ტურნირის გამოკვეთილმა ფავორიტებმა ბრაზილიამ და არგენტინამ ვერ მოიგო , გუშინ კიდევ ერთმა ფავორიტმა ურუგვაიმ ითამაშა ფრედ.

ურუგვაი-პერუს შეხვედრაში ორი გოლი გავიდა , თავიდან პერუ დაწინაურდა გერეროს გოლით , შემდეგ კი სუარესმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და თავის გუნდს ქულა მოუტანა.

შეხვედრა ურუგვაის უპირატესობით დაიწყო , ურუგვაის შეტევებს ძირითად ფორლანი ედგა სათავეში და პირველი მომენტიც შექმნა კიდევაც , მაგრამ მომენტი მომენტავედ დარჩა.

შეხვედრის 24-ე წუთზე ურუგვაის ნაკრების მცველებს პერუს ჩქარი კონტრიერიში გამოეპარა , გერერო პირისპირ გავიდა , მუსლერა მოატყუა და ცარიელ კარში გოლის გატანაც არ გასჭირვებია.

პირველი ტაიმის დამატებით წუთზე სუარესი აღმოჩნდა უკვე პირისპირ მეკარესთან და მანაც ერთი ზუსტი დარტყმით გაათანაბრა შეხვედრაში ანგარიში, სუარესმა 18-ე გოლი გაიტანა ეროვნულ ნაკრებში.

მეორე ტაიმში ორივე გუნდი აქტიურობდა მაგრამ გარდამავალი უპირატესობა არც ერთ გუნდს ჰქონდა , პერუს შემადგენლობაში ცვლილებაზე შემოსული ვარგასი აქტიურობდა , ურუგვაელთა შემადგენლობაში კი კვლავ ფორლანი-სუარესის დუეტი.

ურუგვაი – პერუ 1:1
გოლები: სუარესი, 45+1 – გერერო, 24

ურუგვაი: მუსლერა, ლუგანო, პერეირა, კასერესი, ვიქტორინო, დიეგო პერესი, არევალო-რიოსი, ლოდეირო (კრისტიან როდრიგესი, 79), სუარესი, ფორლანი, კავანი (აბელ ერნანდესი, 79)

პერუ: ფერნანდესი, აკასიეტა, ალბერტო როდრიგესი, ვილჩესი, ბალბინ, კრუსადო, რევოვერდო, გევარა (ლობატონი, 58), იოტუნი (ვარგასი, 60), ადვინკულა (ჩიროკე , 90), გერერო

გაფრთხილებები: მარტინ კასერეს – გერერო, აკასიეტა, კრუსადო, ვარგასი




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Jason 5 ივლისი 2011 19:07
ურუგვაი იგებს !!
admin 5 ივლისი 2011 18:28
ურუგვაი მოიგებს კოპა მერიკას
Richie 5 ივლისი 2011 12:55
აუ გავგიჟდები რა.



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)