<<>>

ჩილემ მექსიკა დაამაცხა

უცხოური ფეხბურთი / კოპა ამერიკა 05-ივლ, 12:599 Sportnews 1811


C ჯგუფის ლიდერი პირველი ტურის შემდეგ 3 ქულით ჩილეა, მას შემდეგ რაც ჩილემ მექსიკა დაამარცხა 2-1 , 3 ქულა მოიპოვა და C ჯგუფს სამი ქულით სათავეში ჩაუდგა.

მექსიკას , როგორც მოგეხსენებათ დისციპლინის დარღვევის გამო რვა წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ამიტომ ლიდერების გარეშე დარჩენილი გუნდის წაგება ჩილესთან გასაკვირი არ იყო , თუმცა მექსიკამ მოახერხა და არაუხოს გოლის წყალობით , რომელიც 41-ე წუთზე გავიდა პირველი ტაიმი მოიგო.

მაგრამ ჩილემ მეორე ტაიმში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და მეორე ნახევარში ორი გოლის გატანაც შეძლო , 67-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პარედესმა შეძლო გოლის გატანა , მეორე გოლი კი 73-ე წუთზე ვიდალმა გაიტანა.

ამრიგად ჩილე 3 ქულით C ჯგუფის ლიდერია ,სათითაო ქულით მეორე-მესამე ადგილს იყოფენ ურუგვაის და პერუს ნაკრები , მეოთხე ადგილზე კი ნული ქულით მექსიკაა.

ჩილე – მექსიკა 2:1
გოლები: პარედასი, 67, ვიდალი, 73 – არაუხო, 41

ჩილე: ბრავი, ხარა, კონტრერასი, ისლა, პონსე, მატიას ფერნანდესი (კარმონა, 84), ვიდალი, მედელი, ბოსეჟურ (პარედასი, 60), სანჩესი, სუასო

მექსიკა: მიჩელ, აგილარ, რეინოსო, მერ, რეიესი, არაუხო, ჩავესი, ენრიკესი, ჯოვანი დო სანტოსი, მარკეს-ლუგო, აკინო (პერალტა, 73)

გაფრთხილება: ბრავო – აკინო, რეიესი, აგილერი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mr.Black And White 5 ივლისი 2011 14:59
ფუ რა ამის 1-0 ის იგებდა არადა მექსიკა და 101 მეწერა
admin 5 ივლისი 2011 14:49
მექსიკაში ოლიმპის აკინო თამაშობს?



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (87)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი