რონალდინიო - მშვიდობით ევროპა

უცხოური ფეხბურთი 05-ივლ, 22:199 Richie 5322


რონალდინიო- ფეხბურთელი, რომელიც სხვა მოთამაშეებისგან გამოირჩევა.... რატომ? იმიტომ, რომ ის ყველაზე მგრძნობიარე, მაგრამ ზოგჯერ მეამბოხე სამხრეთ ამერიკელია. მას ბავშობიდანვე ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ეს მისი თამაშის ხარისხეზ გამოიხატებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდნების გამო იგი ვეღარ ახერხებდა კარგ თამაშს ხანდახან "სისხლი უყივლებდა" და საუკეთესო წლებს გაიხსენებდა. მოდი მივყვეთ მის ევროპულ კარიერას...


რონალდინიო - მშვიდობით ევროპა


როდესაც იგი "გრემიოში" გოლებს იტანდა და საგოლე პასებს აკეთებდა, მან არ იცოდა თუ როგორ იჩარხებოდა მისი ტრანსფერი ევროპაში. მისი ყიდვა არაერთ გუნდს უნდოდა, მაგრამ ერთი მათგანი ყველაზე მეტად აქტიურობდა. ეს იყო "პარის სან-ჟერმენი", ნელ-ნელა რონალდინიო საფრანგეთს უახლოვდებოდა. და დადგა დრო როდესაც, რონალდინიომ 5 წლიანი კონტრაქტი გააფრომა ფრანგებთან...

რონალდინიო - მშვიდობით ევროპა


"პარის სან-ჟერმენთან" ყველაფერი კარგად მიდიოდი, ფეხბურთელმა ძალიან მალე აუღო ალღო ევროპას, მისი თამაშში მუდამ შეინიშნებოდა პროგრესი, მისი გოლების რიცხვი მატულობდა, ხოლო მის "ფან ბაზაში" დღეში ასობით ადამიანი წევრიანდებოდა. მას პირველ სეზონში ყველაფერი ძალიან კარგად მისდიოდა, მოახერხა და 48 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 13 გოლი მაგრამ....


მაგრამ მეორე სეზონში ყველაფერი შეიცვალა.... მას პრობლემები შეექმნა კლუბთან, იგი ღამის კლუბებში დადიოდა დადიოდა ბარებში აგვიანებდა ვარჯიშებზე... მიუხედავად იმისა, რომ იგი არაჩვეულებრივად თამაშობდა მწვრთნელი ამ ყველაფრის გამო სჯიდა მას... რონის სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა... სეზონის ბოლოს კი რონალდინიოთი ბევრი ევროპული გრანდი დაინტერესდა მათ შორის მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა". საბოლოოდ რონალდინიო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა და მან გაწყვიტა კონტრაქტი ფრანგებთან.


მშვენიერი დასაწყისი ბარსელონაში... პირველ სეზონში 58 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 24 გოლის გატანა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ "ბარსას" დიდი პრობლემები ქონდა "ბლაუგრანას" ათიანი მაინც გუნდში დარჩა და გააგრძელა თამაში კატალონიელებთან ერთად.


დრო მიდიოდა რონალდინიოს თამაშის ხარისხი უფრო და უფრო მაღლდებოდა, ულამაზესი გოლები საგოლე გადაცემები, ჯარიმები, პენლები... ყველაფერს არაჩვეულებრივად აკეთებდა. გადიოდა დრო, მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერს აქვს დასასრული... 2006/2007 წლების სეზონის ბოლოს რონალდინიო საბოლოოდ ჩაქრა. შემდეგ სეზონში რონალდინიო ვეღარ ასპარეზობდა ისე როგორც ადრე... მან გუნდის ლიდერის სტატუსი მესი გადააბარა... დაგვიტოვა პატარა მაგრამ მოხერხებული ბიჭი და იტალიაში წავიდა...

რონალდინიო - მშვიდობით ევროპა


2008 წლის ივლისში რონალდინიოს პრეზენტაცია შედგა "მილანში". რათქმაუნდა რონალდინიო დაიკაგა და ვეღარ თამაშობდა ისე როგორც ადრე, მაგრამ მისი ტექნიკა და დრიბლინგი მაინც არ აძლევდა მეტოქეს საშვალებას,რომ ბურთს მიკარებოდა...

რონალდინიო - მშვიდობით ევროპა


რონალდინიოს ბოლო სეზონი "მილანში" დასასრულის დასაწყისი იყო... რონალდინიომ ნახევარი სეზონი ითამაშა და 2011 წლის 11 იანვარს... წავიდა ევროპიდან... წავიდა და გულში ბევრი აატირა... მათ შორის მეც... ნახვამდის რონალდინიო ნახვამდის შენ ლეგენდა ხარ და ლეგენდად დარჩები...

რონალდინიო - მშვიდობით ევროპა







მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Papuu 7 ივლისი 2011 01:49
ვაი ვაი 2 წელი ან 3 წელი არ ითვლება მან ვერ გაქაჩა
Richie 6 ივლისი 2011 10:56
slim4you,
მადლობა
slim4you 6 ივლისი 2011 10:50
ყოჩაღ ლუკა
ძალიან კარგია
Mr.Black And White 6 ივლისი 2011 00:29
აუ არადა ამას როგორ ვაფანატებდი...... რა ქრებიან ხოლმე ეს ვარსკვლავები wink

ლეგენედა არის რა ნაღდად, მენატრება ამის თამაში....

ციტატა: admin
მოდი მოდი

პოლტერა რა ტიპია wink
admin 5 ივლისი 2011 23:55
21 მოდი მოდი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (16)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)