რუნი ,სიტი-ს რეალურ მეტოქედ განიხილავს...

უცხოური ფეხბურთი 27-ივლ, 22:429 SportsMan 1676


გასულ კვირას ,,იუნაიტედი”-ს ყოფილმა ფეხბურთელმა დევიდ ბექემმა განაცხადა, რომ ,,სიტი” ვერასოდეს გახდება ,,მანჩესტერი”-ს დონის გუნდი.

მაგრამ რუნი ასე არ ფიქრობს, ინგლისელი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ თანაქალაქელები იქნებიან იმ მეტოქეებს შორის, რომლებიც იბრძოლებენ პრემიერლიგისთვის.

,,La Gazzetta dello Sport”-თან ინტერვიუში ის ამბობს:

,,ინგლისში არის სულ მცირე ხუთი-ექვსი გუნდი, რომელსაც შეუძლია პრემიერ ლიგის მოგება, მათ შორისაა ,,მანჩესტერ სიტი”.

რუნი არის მხოლოდ 25 წლის, თუმცა იტალიურ გაზეთთან საუბარში მან აღნიშნა, რომ არ აქვს არანაირი გეგმები გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით.

,,არსადროს მიფიქრია ამაზე”-აცხადებს ინგლისელი ფროვარდი.


,,ვარ ბედნიერი ,,მანჩესტერ”-ში და ინგლისის ნაკრებში. აქ მყავს ოჯახიც ასე, რომ გუნდის დატოვების არანაირი მიზეზი არ მაქვს.”

თუ, რუნი არ იქნებოდა ინგლისელი, ის აღიარებს, რომ სიამოვნებით ითამაშებდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, ,,იუნაიტედ”-ის ვარსკვლავი, ასევე თაყვანს სცემს იტალიურ ფეხბურთს.

,,ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ,,სერია ა”-ს თამაშებს ტელევიზორში -ამბობს რუნი- ის იყო ფეხბურთი, რომლის შესახებ ყველამ იცოდა, შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრები იყო ყველაზე ლამაზი მთელს ევროპაში”

,,რა თქმა უნდა დღეს ასე აღარაა, თუმცა თუ შეხედავთ ,,მილან”-ს, ის ყოველთვის დგამს საფეხბურთო სპექტაკლებს მოედანზე.
ჯერ კიდევ სიამოვნებით ვუყურებ იტალიურ ფეხბურთს. ,,მილანი” კი, არის გუნდი, რომელიც მომწონს ყველაზე მეტად მსოფლიოში.”

,,ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია აღნიშნულ კლუბთან დაპირისპირება, მათგან გამოვარჩევდი ორ მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც არასდროს დამავიწყდება.”




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 27 ივლისი 2011 23:40
მომწონს ამ კაცის სტატია , სიდითაც კაია და ყველა წესი დაცული აქვს , ჩემს მერე და ალბათ ნინის მერე საუკეთესოა wink wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Mr.Black And White 27 ივლისი 2011 23:03
აბა რა სიტი გიტირებთ ყოფას wink



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (43)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)