აკვილანისა და ფიორენტინას გზები იყრება

უცხოური ფეხბურთი 28-ივლ, 15:349 Cristiano Ronaldo 1549


Sky Sports-ის ინფორმაციით, ალბერტო აკვილანის "ფიორენტინაში" გადასვლის გეგმა ჩაშლის პირასაა.

27-წლის ნახევარმცველს "ვიოლაში" გადასვლა მუდმივი კონტრაქტით სურდა და არა საიჯარო ხელშეკრულებით. თავის მხრივ, იტალიური გუნდის ხელმძღვანელებმაც განაცხადეს, რომ ამჟამად კლუბს არ გააჩნია ფეხბურთელის სრულად შესყიდვის საშუალება.

აკვილანისა და "ფიორენტინას" დაკავშირების ჩაშლის ამბავმა შესაძლოა "ლივერპულის" მწვრთნელის, კენი დალგლიშის გეგმები აურიოს. შოტლანდიელ სპეციალისტს სურდა რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება და მიღებული თანხით სხვა ფეხბურთელების გუნდში მოყვანა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (166)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი