კიდევ ერთი ესპანელი დინამოში

უცხოური ფეხბურთი 08-აგვ, 10:539 Sportnews 1821


მაშ ასე. დადგა ორშაბათი და ცნობილი გახდა კიდეც "დინამო" თბილისის ახალი ტრანსფერის შესახებ.

თბილისურ გუნდს 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი, მიკელ ალვარო სალაზარი დაემატება. მიკელ ალვარო სალაზარი უკანასკნელ პერიოდში "ნუმანსიაში" გამოდიოდა. 2009 წლიდან მოყოლებული ამ გუნდის მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა და ოთხჯერ გატანილი გოლის ავტორადაც მოგვევლინა.

1,75 სიმაღლის ნახევარმცველს სხვადასხვა დროს ნათამაშები აქვს "ამურიოს" (2003–2006 წლები), "ბარაკალდოს" (2006–2007 წლების სეზონი), "დენიასა" (2007–2008 წლების სეზონი) და "ლლეიდას" (2008–2009 წლების სეზონი) რიგებში.2009 წლიდან კი მან "ნუმანსიაში" გააგარძელა კარიერა.

მიკელ ალვაროსთვის "დინამო" თბილისი კარიერაში პირველუ უცხოური კლუბი იქნება, სადაც იგი საკუთარ შესაძლებლობებს მოსინჯავს.შეგახსენებთ, რომ დედაქალაქური კლუბისთვის ეს უკვე მეოთხე ესპანელი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ჩვენს გუნდს მიმდინარე სეზონის სტარტზე შემოუერთდება.

პოპულარული "ტრანსფერმარკეტის" მონაცემთა მიხედვით მიკელ ალვაროს სატრანფერო ფასი დაახლოებით 900.000 € გახლავთ, თუმცა მის გადაბირებაში ზედმეტი ფულის დახარჯვა თბილისურ კლუბს არ მოუწევს, ვინაიდან სალაზარმა რამდენიმე ხნის წინ გაწყვიტა მოქმედი კონტრაქტი "ნუმანსიასთან".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sir Gio 8 აგვისტო 2011 17:47
დინამო კი არა კატარზისია 28 წლის რო 900 000 ეგირება არ ტეხავს
FCB 8 აგვისტო 2011 14:32
ისე ამისთვის ნახტომი იქნება პროფესიული.. მეორე დივიზიონიდან ევროპის ლიგის პლეი ოფში..
slim4you 8 აგვისტო 2011 13:08
მშვენიერი ტრანსფერია კაცო რას უწუნებთ, მართალია ნომინალური მცველი უფრო გვინდოდა ჩვენ მაგრამ კარგი შენაძენი არასდროს არაა ცუდი, პირიქით კარგია.
როცა ერთ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გეყოლება იქ კონკურენცია იქნება, რაც იძულებულს გახდის ფეხბურთელს იმაზე მეტი შეძლოს ვიდრე შეუძლია...
მთავარია გაამართლოს ამ ახალმა ...
admin 8 აგვისტო 2011 12:16
28 წლისას გამოცდილება აქვს დიდი და მითუმეტეს ესპანეთის ჩემპიონატში, ახალგაზრდა ქართველები დიდ გაკვეთილს მიიღებენ ამით
Richie 8 აგვისტო 2011 11:58
liver8g

არადა საშუალო დონის ფეხბურთელი 15 მილიონი ევრო ღირს wink
liver8g 8 აგვისტო 2011 11:24
კიდე კაი თორე რა ამბავია 900 000 კაცო რა კრისტიანო ხო არაა wink wink wink wink wink
Richie 8 აგვისტო 2011 11:12
ერთი 19 წლის ესპანელი იყიდონ რა რათ უნდათ 28 წლის?



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (134)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი