მოურინიოს თერთმეტეული ცნობილია?

უცხოური ფეხბურთი 11-აგვ, 01:559 Sportnews 2018


თუ ესპანურ გამოცემებს დავუჯერებთ მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ სპეციალისტს ჟოზე მოურინიოს უკვე შერჩეული ჰყავს ის თერთმეტეული, რომლებიც იქნებიან ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონას" წინააღმდეგ.

ესპანური გამოცემების თანახმად 2011 წლის ესპანეთის სუპერ თასის პირველ შეხვედრაში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება ჟოზე მოურინიოს შერჩეული სტრატეგია სულაც არ იქნება დაცვითი , რაც გასაკვირია, რადგან ჟოზე "ბარსელონას" წინააღმდეგ თითქმის ყოველთვის დაცვით სტილს არჩევს.

მოურინიოს გადაწყვეტილი აქვს დაცვის ცენტრში ათამაშოს რამოსი-კარვალიოს დუეტი , დაცვის ფლანგებზე მარსელო და არბელოა იქნებიან. საყრდენ ნახევამრცველად პეპე და ალონსო მოგვევლინებიან.

"ბარსელონას" კი "რეალის" ოთხი ფეხბურთელი დი მარია , ოზილი , რონალდუ და ბენზემა შეუტევს. ფაქტია მოურინიოს გადაწყვეტილი აქვს "ბარსელონა" ლამაზი ფეხბურთით დაამარცხოს, ასეთი გეგმა ბევრ მწვრთნელს ჰქონია, მაგრამ მათი გეგმები დიდი კრახით დასრულდა, საინტერესოა როგორ დასრულდება "განსაკუთრებულის" გეგმა,თუ ესპანური გამოცემების ვარაუდი სიმართლეს შეეფერება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
liver8g 11 აგვისტო 2011 12:32
ნიჩიაა ეს თამაში 2-2 :D
Richie 11 აგვისტო 2011 11:53
იეს!!!!!!!!!!!!! დი მარია სასტარტოშია იესსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (104)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი