Preview : რეალი-ბარსელონა

უცხოური ფეხბურთი 12-აგვ, 18:559 Sportnews 7433


კვირას 14 აგვისტოს მსოფლიო ფეხბურთი კიდევ ერთი სპეკტაკლს ნახავს, ერთმანეთს ესპანური ფეხბურთის ორი გრანდი "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდება და კიდევ ერთი მორიგი "ელ კლასიკო" შედგება.

ფეხბურთში ხშირად უპირისპირდება ორი გრანდი , მრავლად იმართება დერბი, მაგრამ, რომელ გუნდსაც არ უნდა გულშემატკივრობდე, ძნელია არ დამეთანხმო, რომ "რეალი"-"ბარსელონა" ყველასგან გამოირჩევა. ზოგჯერ "ელ კლასიკოს" იმაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს. ეს შთამბეჭდავი და შესანიშნავია და ამაში ორი აზრი არ არის.

Preview : რეალი-ბარსელონა


განვლილ სეზონში ამ ორი გუნდის გზები სამივე ტურნიზე გადაიყარა, ისინი ერთმანეთს ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაში და ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ. ახლა კი ისინი უკვე ერთმანეთში ესპანეთის სუპერ თასს გაითამაშებენ. ესპანეთის სუპერთ თასის პირველი შეხვედრა მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონზე გაიმართება, შეხვედრა საქართველოს დოირთ 00:00 საათზე დაიწყება, მაგრამ აფსურდია, ამ შეხვედრის სატელევიზიო ტრანსლიაცია საქართველოში არ იგეგმება და არც მგონია, რომ დაიგეგმოს და შეხვედრის ყურების საშუალება გვქონდეს ტელევიზორში.

ახლა კი უშუალოდ კვირას გასამართ შეხვედრაზე გადავიდეთ, ესპანეთში ახალი სეზონი შესანიშნავი და შესაშური შეხვედრით დაიწყება. ეჭვგარეშეა კვირას გასამართ შეხვედრისთვის "სანტიაგო ბერნაბეუს" ერთი ტრიბუნაც კი არ იქნება ცარიელი, "რეალს" გულშემატკივრების უდიდესი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ მარტო მხარდაჭერა, რომ არაფერს შველის ამაში არაერთხელ დავრწმუნდით.

წინასასეზონო მზადება ორივე გუნდმა გაიარა, ორივე გუნდმა მოაწყო ამერიკული ტურნე, "ბარსელონასგან" განსხვავებით "რეალმა" შესანიშნავად ჩაატარა ამხანაგური შეხვედრები და 7 შეხვედრიდან 7 მოიგო , წარუმატებელი წინა სასეზონო მზადება ჰქონდა "ბარსელონას" , მაგრამ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ კატალონიელები ლიდერების გარეშე თამაშობდნენ, რაც მთავარია მათ მათი მთავარი ძალა მესი აკლდათ.

ტრავმიანობა

კვირას გასამართ შეხვედრას არც ერთი გუნდი არ ხვდება ოპტიმალურად, მასპინძლებს კვირას ახალ წვეული ნური შაჰინი და გრანერო დააკლდებიან , ასევე შეიძლება ვერ ითამაშოს გუნდის ვიცე კაპიტანმა სერხიო რამოსმა.

"რეალისგან" განსხვავებით "ბარსელონას" ლაზარეთში უფრო მეტი ფეხბურთელია , ჯერ უცნობია რამდენად შეძლებს კვირას მოედანზე გამოსვლას პუილო, ხავი , ბუსკეცი და პიკე. ვარაუდობენ, რომ პუიოლი და ხავი ვერ შეძლებენ გუნდის დახმარებას, ბუსკეცი და პიკე კი მოედანზე იქნებიან.

სავარაუდო შემადგენლობა

ორივე გუნდი ერთმენთს კარგად იცნობს, როგორც მოურინიო და გვარდიოლა იცნობენ ერთმანეთს შესანიშნავად, ორივე გუნდის ზუსტი ძირითადში შემადგენლობა მატჩის დაწყებიდან რამოდენიმე წუთით ადრე გვეცოდინება, მაგრამ რაღაც სურათი ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოცემულია.

Preview : რეალი-ბარსელონა


"რეალი"


"რეალის" კარს , რომ კასილასი დაიცავს ეჭვგარეშეა, ასევე უეჭველია, რომ დაცვის ცენტრში ითამაშებს კარვალიუ, მაგრამ უცნობია ვინ იქნება მისი მეწყვილე, მისი მეწყვილე შეიძლება იყოს პეპე, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ პეპემ ნახევარდაცვაში აიწიოს და კარვალიუს მეწყვილე რამოსი გახდეს თუ ის გამოჯამრთელდა.

თუ რამოსი გამოჯამრთელდა და დაცვის ცენტრში არ ითამაშა, ის თავის ჩვეულ განაპირა მცველის პოზიციაზე ითამაშებს , მისი შემცვლელად კი არბელოა სახელდება, მეორე განაპირა მცველი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ მარსელო იქნება.

რთულია გამოიცნიო "რეალის" ნახევარდაცვა, რადგან ჯერ უცნობია თუ რა სტრატეგიას აირჩევს მოურინიო. საყრდენ ნახევარმცველის პოზიციაზე უდავოა ხაბი ალონსო ითამაშებს , მისი მეწყვილე შეიძლება იყოს პეპე ან ხედირა, არც ისაა გამორიცხული , რომ ორივე მათგანი შეუწყვილდეს ხაბის, თუმცა აქ არც კოენტრაუს ჩამოწერა შეიძლება, რომელიც შეიძლება ასევე ძირითადში მოგვევლინოს ხედირას ან პეპეს ნაცვლად ნახევარდაცვაში.

თუ "რეალი" ორ საყრდენს აირჩევს ამ შემთხვევაში "ბარსელონას" ოზილი, დი მარია, რონალდუს და ბენზემას ოთხეული შეუტევს, იმ შემთხვევაში კი თუ მოურინიომ სამი საყრდენით ითამაშა ძირითადში ოზილი , რონალდუ და ბენზემა დარჩებიან.

Preview : რეალი-ბარსელონა


"ბარსელონა"

თუ მოურინიოს გეგმაში შესაძლო რამდენიმე ტაქტიკა იყოს, გვარდიოლა ჩვეულ 4-3-3 ტაქტიკით ათამაშებს გუნდს. "ბარსელონას" კარის დარაჯი ვალდესი იქნება. დაცვის ფლანგებზე ალვეში და აბიდალი იქნებიან. აი დაცვის ცენტრი კი საფიქრალია "ბარსელონაში", როგორც წესი ამ გუნდში დაცვის ცენტრში საიმედო წყვილი პუილო-პიკე დგას, მაგრამ კვირას შეიძლება ვერც ერთმა მათგანმა ითამაშოს , სავარაუდოდ პიკე მაინც მზად იქნება, მაგრამ პუილო თითქმის გამორიცხულია, ამიტომ დაცვის ცენტრში ალბათ პიკე-მასკერანოს წყვილი ითამაშებს.

ნახევარდაცვაში ჯერ სრულიად უცნუბია ვინ ითამაშებს "ბარსელონას" შემადგენლობაში, რადგან ჯერ კიდევ ლაზარეთში რჩებიან ბუსკეცი და ხავი , ვინც შეცვლის ამ ორ ფეხბურთელს მხოლოდ გვარდიოლამ იცის , თუ ბუსკეცმა მოასწრო გამოჯამრთელება , სავარაუდოა , რომ ხავის ახალგაზრდა ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარე შეცვლის.ნახევარდაცვაში მესამე ფეხბურთელი კი ინიესტა იქნება.

"რეალს" კი ჩვეული ტრიო მესი , ვილია , პედრო შეუტევს და "ბარსელონას" ახალწვეული სანჩესი სათადარიგო სკამზე დარჩებაა, ასევე ტრავმირებულია აფელაი.

Preview : რეალი-ბარსელონა


რონალდუ vs მესი

რონალდუს და მესის დაპირისპირება, ვინ არის პირველი , უახლოს რამდენიმე წელში ერთი აზრი ჰქონდეს ამ თემასთან ყველას გამორიცხულია, ზოგისთვის მესია ნომერ პირველი , ზოგისთვის რონალდუ. ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია და ძალიან ალამაზებენ თანამედროვე ფეხბურთს. ისინი თანამედრო ფეხბურთის ორი გამორჩეული ლიდერები არიან და მათი დონის დღეს ნაკლებად თუ მოიძებნება, ორი სუპერ ვარკსვლავი. ისინი წარსდგენილი არიან 2010/11 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრედენდენტებს შორის. შეიძლება სწორედ ამ ორმა შეხვედრამ გადაწვიტოს თუ ვინ უნდა იყოს 2010/11 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

რონალდუს ძლიერი მხარე: სისწრაფე, ის ძალიან სწრაფია, მას ოლიმპიური გარბენები აქვს მოედანზე. თავით თამაში მისი კიდევ ერთი თვისება, სწორედ თავით გაუტანა მან ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონას". ყუმბარისებური და ამავდროულად უცნაური დარტყმა, მისი ჯარიმები, რომელიც დღესაც კი ამოუცნობი რჩება თუ ბოლო წამს როგორ "ყვინთავს" ბურთი კარში. კიდევ ერთი ფაქტორია გამოსაყოფი, ორი წლის მანძიზე რონალდუმ "რეალის" შემადგენლობაში 99 გოლი გაიტანა, მას შანსი აქვს მეასე საიუბელეო გოლი "ბარსელონას" გაუტანოს.

მესის ძლიერი მხარე: ტექნიკა, მას საოცარი ტექნიკა აქვს , ბურთის ფლობის ტალანტი , დრიბლიგი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით დრიბლინგი მისი თამაშის დიდად განმსაზღვრელი ფაქტორია , სწორედ შესანიშნავი დრიგბლინგის წყალობით გაუტანა მან გოლი "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მისი კიდევ ერთი ძლიერ მხარეს ასევე რონალდუს მსგავსად სისწრაფე წარმოადგენს.

Preview : რეალი-ბარსელონა



მოურინიო vs გვარდიოლა

ესპანური ფეხბურთის და მსოფლიო ფეხბურთის ორი საუკეთესო გრანდის ორი საუკეთესო მწვრთნელი. მათაც დასამტკიცებელი აქვთ, რომლის გუნდია საუკეთესო და რომელია საუკეთესო მწვრთნელი.

მათი ერთმანეთში ბრძოლა არა მოედნიდან არამედ უფრო ადრე იწყება. ისინი ერთმანეთს კბენენ თავიანთ კომენტარებში , ერთმანეთს ებრძვიან პრესკონფერენციებზე და სადაც კი შანსი ეძლევათ. გვარდიოლა ამ საკითხში ყოველთვის დიპლომატიური იყო მოურინიოსგან განსხვავებით, მაგრამ როგორც ჩანს მოურინიოს სატყუარა გვარდიოლამ უკვე გადაყლაპა.

ძნელია მოედნის გარეთ მოურინიოს აჯობო კომენტარებში და ფრაზებში, მაგრამ კატალონიელებისთვის მთავარია გვარდიოლამ მოედანზე აჯობოს თავისზე ბევრად გამოცდილ მეტოქეს, ისივე როგორც მადრიდელებისთვის არის მთავარი გვარდიოლას დამარცხება მოედანზე და არა მის გარეთ. დაპირისპირება მოურინიო-გვარდიოლა წინ კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი გველის. მოურინიოს წარმატება გვარდიოლას წარუმატებლობას ნიშნავს, ასევე პირიქით , ვნახოთ, რომელი შეიწირავს პირველი მეტოქეს.

Preview : რეალი-ბარსელონა


სანამ ფეხბურთი იარსებებს ამ ორი გუნდის დაპირისპირება მუდმივად ასე მაშტაბური და საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ თუ "ელ კლასიკომ" მაშტაბურობა დაკარგა, დაიკარგება მთლიანად ფეხბურთი. კითხვა, რომელიც მუდამ იარსებებს ვინ უფრო ძლიერია "ბარსელონა" თუ "რეალი" , "რეალი"? არა "ბარსელონა"? არა ამ კითხვას პასუხი არ აქვს, პასუხი შეიძლება კონკრეტულ მატჩის დასრულების შემდეგ ჰქონდეს, მაგრამ სამუდამოდ არასდროს. ჩემთვის ამ კითხვას სამუდამოდაც აქვს პასუხი, მაგრამ საფეხბურთო საზოგადოებაში ამ კითხვას სამუდამოდ არასდროს ექნება პასუხი და თუ ექნება იქ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ფეხბურთი დაღუპულა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 14 აგვისტო 2011 14:19
gio555,
ვიცი ძმა, ეხლა გავიგე , მეც
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
gio555 14 აგვისტო 2011 13:56
აფსურდი არაა GMG აჩვენებს დღეს ამ თამაშს პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს წეღან.
Richie 14 აგვისტო 2011 11:15
FCB

სანჩესისგან დებიუტზე რას მოელი?
Sportnews 13 აგვისტო 2011 10:24
shakokopaliani,
მართალი ხარ , სტატიის დაწერას რომ მოვრჩი მეც ვიფიქრე ეგ, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ და ყველა რეალის გულშემატკივრის სამწუხაროდ რთულია თქვა, რომ კაკა შეძლებს და გადამწყვეტ სიტყვას იტყვის ხვალ sad
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
shakokopaliani 13 აგვისტო 2011 10:19
რატომგაცც ამმ სჰემადგენლობასჰი და ამ ტამსჰი კაკას არავინნ აქცევს ყურადგებას რატომგაც მგონია როო კაკაა ამმ ტამასჰებსჰი გადამცყვეტტ სიტყვას იტყვისს.. ისს კაკარის და არა რიგიტი მოტამასჰე
FCB 13 აგვისტო 2011 00:18
RichIe_blacKburen,

შანსი არაა ალკანტარა ძირითადში.. ხავი მზადაა უკვე და კეიტა არა მგონია შეცვალოს.. ჩვეულებრივი შემადგენლობა იქნება პუიოლი - მასკერანოს ცვლილებით.. შეიძლება ვილიას მაგივრად სანჩესი დადგეს იმიტო რო ვილია ძალიან ბევრს აცილებს და ალექსისი 1-1 ზე 90 პროცენტი უშეცდომოა..
berdia212 12 აგვისტო 2011 22:20
რეალი აჯობებს მგონი,ზნელია ყოველთვის წააგოს
Richie 12 აგვისტო 2011 21:54
მე მგონია რო მაურინიო მაინც ასეთ შემადგენლობას დააყენებს: (ტაქტიკა - 4-2-4). კასილასი, რამოსი, კარვალიუ, კოენტრაო, მარსელო, ხაბი ალონსო, პეპე, დი მარია, იოზილი, რონალდუ, ბენზემა. აი რაც შეეხება გუარდიოლას ჩვეულ ტაქტიკას უეჭველი აირჩევს (4-3-3). შემადგენლობა კი ასეთი მგონია: ვალდესი, პიკე, მასკერანო, ალვეში, აბიდალი, ალკანტარა, ინიესტა, კეიტა, მესი, ვილია, პედრო. ორივე გუნდს რომ აქვს ტრავმები ეს ძალიან უსიამოვნო ფაქტია, სასურველია ლამაზი თამაში. რეალი შემტევ თამაშს აპირებს, ასეთი თამაში პირველი კლასიკოს შემდეგ (5:0) არ ჰქონია. ნუ ლამაზი ფეხბურთის ჩვენება რომ უნდა ამ გენიალურ პორტუგალიელ ტაქტიკოსს ფაქტია, დი მარია-იოზილი-ბენზემა-რონალდუ. იოზილი კარგ საგოლე გადაცემებს გააკეთებს ალბათ მაგრამ თამაში მაინც რონალდუზე და ბენზემაზე აეწყობა. მგონია რომ პირველივე წუთიდანვე რეალი უპირატესობას მოიპოვებს მაგრამ ვინ გაიმარჯვებს ამას მხოლოდ თამაშზე ვნახავთ...
Sportnews 12 აგვისტო 2011 21:39
ძნელია ეს სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ მაგრამ ეცადეთ წაიკითხოთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (134)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი