მანჩინი: აგუეროს თამაში არ გამკვირვებია

უცხოური ფეხბურთი 16-აგვ, 16:289 Sportnews 1858


გუშინ პრემიერლიგის პირველ ტურში "სიტიმ" მეტოქე 4:0 დაამარცხა, მოიპოვა სამი ქულა და პრემიერლიგა შთამბეჭდავად დაიწყო.

მატჩის შემდეგ დღეს კომენტარი გააკეთა მანჩინმა გუშინდელ შეხვედრაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ მას აგუეროს ასეთი შესანიშნავი თამაში სულაც არ გაჰკვირვებია.

აგუერო გუშინ მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, განსაკურებით ლამაზი გამოვიდა აგუეროს მეორე გოლი.

"ეს იყო შესანიშნავი დასაწყისი ჩვენთვის. ჩვენი გუნდის ფორვარდები დღეს შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. სერხიო აგუეროს ასეთი თამაში სულაც არ გამკვირვებია. ის არის ფანტასტიკური თავდასხმელი, რომელსაც კიდევ უფრო მეტი შეუძლია, ის ჩვენთან მხოლოდ ათი დღის განმავლობაში იყო"-განაცხადა მანჩინიმ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 16 აგვისტო 2011 22:17
მართლაც ძალიან კარგად ითამაშა აგუერომ ნეტა ასე გააგრძელოს



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი