რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებში ბრუნდება

უცხოური ფეხბურთი 19-აგვ, 10:579 Sportnews 4269


გუშინ ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მანო მენეზეშმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ბრაზილიის ნაკრებს დაეხმარებიან ამხანაგურ შეხვედრაში განის წინააღმდეგ.

ბრაზილიის ნაკრებში მეტად საინტერესო სიახლეე, ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონალდინიო. ბრაზილიელი ფეხბურთელი მართლაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და კაია მისმა ასეთმა გარჯამ ურიგოდ, რომ არ ჩაიარა.

ასევე აღსანიშნავია ჰალკის გამოძახება, "პორტოს" ფეხბურთელი გასულ სეზონში ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო მისი გუნდის ევროპის ლიგის მოგების დროს, მაგრამ მენეზეშმა ის მხოლოდ ახლა გამოიძახა. მენეზმა ბრაზილიელი მარსელოც იხმო "რეალიდან".

მეკარეები: ჟულიო სეზარი ("ინტერი"), ფაბიო ("კრუზეირო"), ჯეფერსონი ("ბოტაფოგო")

მცველები: ალვეში ("ბარსელონა"), დანილო ("სანტოსი"), მარსელო ("რეალი"), ადრიანო ("ბარსელონა"), ლუსიო ("ინტერი"), ტიაგო სილვა ("მილანი"), დავიდ ლუისი ("ჩელსი"), დედე ("ვასკო და გამა")

ნახევარმცველები: ლეივა ("ლივერპული"), რალფი ("კორინთიანსი"), გუსტავო ("ბაიერნი"), ელიასი ("ატლეტიკო"), განსო ("სანტოსი"), ლუკასი ("სან-პაულო"), ფერნანდინიო ("შახტარი")

თავდამსხმელები: პატო ("მილანი"), რობინიო ("მილანი"), ნეიმარი ("სანტოსი"), ჰალკი ("პორტუ"), რონალდინიო ("ფლამენგო"), დამიაო ("ინტერნასიონალი")


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 19 აგვისტო 2011 16:31
მარსელოც გამოიძახა საღოლ , კაია , არ შეიძლებოდა მასეთი ფეხბურთელის ნაკრების მიღმა დატოვება, როცა მაგის პოზიციაზე ვიღაცა ფენერბახჩეს ფეხბურთელს ათამაშებ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Richie 19 აგვისტო 2011 13:02
მომილოცეთ wink



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (139)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი