ტოტენჰემი 1-5 სიტი

უცხოური ფეხბურთი 28-აგვ, 19:409 Sportnews 2465


ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა "სიტიმ". მანჩესტერელებმა ამჟერად უკვე სტუმრად "ტოტენჰემი" გაანადგურა 5:1.

რობერტო მანჩინის გუნდმა მართლაც ბრწყინვალე ტრანსფერები განახორციელა , სადებიუტო შეხვედრის ერთ-ერთი გმირი გახდა ნასრი, თავის მორიგი გოლი გაიტანა "სიტის" შემადგენლობაში აგუერომ, მთავარი გმირი კი დღეს ძეკო გახლდათ, რომელმაც პოკერის შესრულება შეძლო.

სტუმრებმა მასპინძლების განადგურება შეხვედრის 34-ე წუთზე დაიწყოს, შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა ძეკომ, პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა კი ნასრიმ.

შეხვედრის 41-ე წუთზე კვლავ ნასრი-ძეკოს დუეტი და ანგარიში 2-0 გახდა, ძეკომ მეორე გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი "სიტიმ" 2-0 მოიგო თუმცა სოლიდურ უპირატესობის მიუხედავად "სიტი" გაჩერებას არ აპირებდა.

55-ე წუთზე ჰეთ-რიკი შეასრულა ძეკომ, ამჯერად მან ასისტენტობა იაია ტურემ გაუწია , მეოთხე გოლი "ტოტენჰემის" კარში უკვე არგენტინელმა თავდასხმელმა აგუერომ გაიტანა. არგენტინელმა გოლი მესამოცე წუთზე გაიტანა.

შეხვედრის 68-ე წუთზე "ტოტენეჰმის" მხრიდან ერთადერთი პრესტიჟის გოლი კაბულმა გაიტანა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთზე 4 ბურთიანი სხვაობა კვლავ აღადგინა ძეკომ და შეხვედრაში პოკერი გაიფორმა.

ამრიგად სამი ტურის შემდეგ "სიტის" სამი მოგება და 9 ქულა დაუგროვდა, "ტოტენჰემს" კი 2 შეხვედრაში 0 ქულა აქვს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
SHOTAELENE 31 აგვისტო 2011 18:23
სიტი უძლიერესია ჯერ იმიტომ რომ ნახეთ ვინები იყიდეს აგუერო და ნასრი სიტი წინააღმდეგობას გაუწევს ყველა გუნდს
Sportnews 28 აგვისტო 2011 23:54
slim4you,
რაღაც არა მგონია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
slim4you 28 აგვისტო 2011 23:51
ციტატა: რაულიტო
ვინ გააჩერებს პრემიერლიგაში სიტის


მანჩესტერი
Sportnews 28 აგვისტო 2011 19:46
აგუერო ხო მოუხდა სიტის , ნასრიც ესე მაგრად თუ მოუხდა რავი , ნასრი-სილვა-აგუერო-ძეკო ჯერ რა ოთხეული და ტევესიც ფორმაში რომ შევა , ვინ გააჩერებს პრემიერლიგაში სიტის
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (132)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი