ჩემპიონთა ლიგა C ჯგუფი

უცხოური ფეხბურთი 08-სექ, 13:129 liver8g 3637


როგორც მოგეხსენებათ 2011/2012 წელს საინტერესო ჯგუფები შედგა ჩემპიონთა ლიგაზე.მე მინდა შემოგთავაზოთ ერთ–ერთი საინტერესო,"C" ჯგუფი.

"C" ჯგუფი
მანჩესტერ იუნაიტედი , ბენფიკა , ბაზელი , ოცელული .

წელს რუმინეთის "ოცელული" იქნება დებიუტანტი ჩემპიონთა ლიგაზე.
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მეტოქე კი ბენფიკა იქნება,ეს გუნდები ადრეც შეხვედრიან ერთმანეთს ევროპის თასის ფინალში 1968 წელს.ეს თამაში უემბლიზე იყო და მანჩესტერმა 92,225 მაყურებლის წინაშე ბენფიკა 1–4 გაანადგურა !
ბაზელი ერთხელ შეხვდა მანჩესტერს.სახლში 1–3 დამარცხდა,ხოლო მანჩესტერში ფრეს 1–1 ს მიახწია.
ჩემპიონთა ლიგა C ჯგუფი

1) "მანჩესტერ იუნაიტედი"
მეტსახელი: "წითელი ეშმაკები"
მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია)
მთავარი საზაფხულო დაკარგვა: ედვინ ვან დერ საარ (პენსიაზე)
მთავარი ზაფხულის შენაძენი: ეშლი იანგი ("ასტონ ვილა")
საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე – გამარჯვება (1967/68, 1998/99, 2007/08)


მთავარი ძალა

მანჩესტერელები თვლიან,რომ მათი მთავარი ძალა ალექს ფერგიუსონია.როდესაც ის ხელმძღვანელობს კლუბს,შეუძლებელია გუნდმა თავისი სიტყვა არ თქვას.ასევე კლუბის მაცოცხლებელი ძალა უეინ რუნია.მანჩესტერელები მთლიანად მასზე ააგებენ თამაშს და თვლიან,რომ ასე თამაში ძალზედ გაუადვლდებათ.ასევე მათ დიდი იმედი აქვთ ეშლი იანგისა,რომელიც კლუბმა ასტონ ვილადან გადმოიბირა.აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს შესანიშნავი ახალგაზრდა მეკარე დე გეა.
მართალია ედვინ ვან დერ საარი კლუბში ნამდვილი ლეგენდა იყო,როდესაც ის იდგა კარი 100% დაცული იყო მაგრამ კლუბში მოვიდა დე გეა და მეკარის პრობლემაც მოიხსნა.
რათქმაუნდა მანჩესტერელთა მთავარი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და ლიგის მოგებაა !

ჩემპიონთა ლიგა C ჯგუფი

2) "ბენფიკა"
მეტსახელი: "არწივები"
მწვრთნელი: ხორხე იესო
მთავარი საზაფხულო დაკარგვა: ფაბიო კოენტრაუ ("რეალ" მადრიდი)
მთავარი ზაფხულის შენაძენი: ალექს ვიტსელი ("სტანდარტი") და ნოლიტო ("ბარსელონა")
საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგიზე – გამარჯვება (1960/61, 1961/62 წელი).


მთავარი ძალა

ბენფიკას ძირითადი ძალა,როგორც ყოველთვის სტაბილურობა და სისწრაფეა.გუნდს ყავს შესანიშნავი მწვრთნელი და ნიჭიერი ფეხბურთელები,რომლებსაც თავისი საქმის შესრულება არასდროს უჭირთ.ბენფიკა ყოველთვის სწრაფ ფეხბურთს თამაშობდა და მათი მესახელი "არწივები" ც სწორედ ამიტომ უწოდეს.კლუბის ლიდერი თამამად შეიძლება ითქვას რო ოსკარ კარდოზოა,ასევე შეგვიძლია გამოვყოთ პაბლო აიმარიც.მართალია კლუბიდან წავიდა ფაბიო კოენტრაუ,რომელიც გუნდს ახლა ნამდვილად დაეხმარებოდა,მაგრამ ბენფიკას რიგები შეივსო ორი ახალი ფეხბურთელით – ალექს ვიტსელით და ნოლიტოთი,რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ნამდვილად გამოიყენებს წარმატების მიღწევაში.
ბენფიკა მთავარ მეტოქედ მანჩესტერს თვლის მაგრამ ის მაინც აპირებს ბრძოლას პირველი ადგილისთვის.ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს ბენფიკას ჯგუფიდან გასვლა.

ჩემპიონთა ლიგა C ჯგუფი

3) "ბაზელი"
მეტსახელებს: "წითელ-ლურჯები"
მწვრთნელი: თორსტენ ფინკი (გერმანია)
მთავარი საზაფხულო დაკარგვა: ფრანკო კოსტანზო ("Olympiakos")
მთავარი ზაფხულის შენაძენი: რადოსლავ კოვაჩი ("ვესტ ჰემი")
საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე (2002/03.) მე -3 ადგილი ჯგუფში.

მთავარი ძალა

ბაზელი ამ წელს სრულიად შეიცვალა,გუნდმა შეცვალა ტაქტიკა და შემტევ გუნდად ჩამოყალიბდა.უნდა აღინიშნოს,რომ გუნდი ძალიან გაახალგაზრდავდა,თუმცა კლუბში არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც."ის,რომ ბაზელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს,სულაც არ არის სენსაცია,კლუბს შეუძლია წარმატების მიღწევა და ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ",განაცხადა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თორსტენ ფინკმა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც,რომ კლუბმა დაკარგა ერთ–ერთი ძლიერი მოთამაშე ფრანკო კოსტანზო.ეს მხოლოდ იმის ბრალია,რომ ამ ფეხბურთელმა საუკეთესოდ ითამაშა ამ წელს და უყურადღებოდ არ დარჩენილა.მიუხედავად ამისა კლუბში მოვიდა გამოცდილი ფეხბურთელი რადოსლავ კოვაჩი,რომლის იმედიც ამ ჯგუფუ ეტაპზე აქვს ბაზელის ხელმძღვანელობას.
კლუბის მიზანი "C" ჯგუფიდან გასვლა და შედეგის გაუმჯობესებაა ჩემპიონთა ლიგაზე !

ჩემპიონთა ლიგა C ჯგუფი

4) "ოცელული"
მეტსახელი: "მეტალურგი"
მწვრთნელი: დორინელ მუნტეანუ
მთავარი საზაფხულო დაკარგვა: არ არსებობს!
მთავარი ზაფხულის შენაძენი: სორინ ფრუნზე ("ოცელული" B)
საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე – არ არსებობს !


მთავარი ძალა

სანამ კლუბის მთავარ ძალაზე ვისაუბრებთ,უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი,რომ კლუბმა მის ისტორიაში ყვლაზე დიდს მიახწია და ისტორიაში თავისი ფურცლები ჩაწერა.წლევანდელ წელს ოცელული ლიგის დებიუტანტია.
"ჩვენი მთავარი მიღწევაა წელს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.ის რომ ოცელული ლიგაზე თამაშობს მთლიანად კლუბის დამსახურებაა და არა კონკრეტულად რომელიმე ადამიანისა.ჩვენ საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და შანსები ძალზედ მცირეა.ჩვენ მოგვიწევს თითოეულ თამაშში 100% ბრძოლა.გუნდი ყველაფერს იზავს,რომ მის ისტორიაში კიდევ რამოდენიმე ფურცელი ჩაწეროს.რაც არ უნდა მოხდეს ჯგუფურ ეტაპზე,გუნდი მაინც არ დაეცემა და მომავალი წლიდან კვლავ იბრძოლებს ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის.მე ვფიქრობ,რომ გუნდმა ჯგუფში ყველა თამაშიც რომ წააგოს ამის გამო არავინ გაგვაკრიტიკებს" განაცხადა დორინელ მუნტეანუმ.
მთავარი ძალა ალბათ ამ კლუბშიც ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან.მათ შეუძლიათ ყველა თამაშში 100% ით დაიხარჯნონ და ეს ნებისმიერი კლუბისთვის მნიშვნელოვანია.იმის გამო რომ კლუბში არ თამაშობს განსაკუთრებულად ძლიერი დაცნობილი ფეხბურთელი,ჭირს მათზე საუბარი,მაგრამ იმედია ამ ჯგუფურ ეტაპს ოცელული ღირსეულად დაასრულებს და მის ფეხბურთელებზეც უფრო მეტს გავიგებთ !



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
liver8g 8 სექტემბერი 2011 19:39
რაულიტო,
ხოო რაულიტო კაი აზრია მარა თუ დადებენ უცხოურზე იგივე შინაარსით სხვა ჯგუფებდას უეჭველი გადმოვთარგმნი :)
Sportnews 8 სექტემბერი 2011 18:36
liver8g,
ესე ყველა რვა ვე ჯგუფზე რომ დადო მაგარი იქნება და მერე ერთ სტატიაში გავაერთიანოდ მაგარი იქნება
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
liver8g 8 სექტემბერი 2011 13:26
:D:D ადმინ უნახე ამ კაცს სტატია :)
Ditoo 8 სექტემბერი 2011 13:22
აუფ პესში ბენფიკა რა მაგარიაა, ძლივს ვუგებ ხოლმე. ისე პესზე გამახსენდა - წავალ ვითამაშებ :D გავალ ახლა ვითამაშებ მართლა და ადმინ შემიმოწმე რა სტატია : ))
liver8g 8 სექტემბერი 2011 13:21
Ditoo,
სპს ძმა smile
Liverpoolfc 8 სექტემბერი 2011 13:19
აუ ისე რა ჩემპიონთა ლიგა გველის :) laughing
Ditoo 8 სექტემბერი 2011 13:17
liver8g

გიფასეებ !!! :D:D ყოჩაღ მართლა, კარგი სტატიაა ;)
liver8g 8 სექტემბერი 2011 13:17
თან სიცხე მაქ :D:D:D დაიცა ეხლა A ჯგუფხე თუ მოვიძიე ინფო დავდებ.ისიც მაგარია

ჯობდა ძმა მარა გადავქექე ინტერნეტი და რასაც წავაწყდი ესაა სულ.მე პირადად A ჯგუფი მევასება და თუ მოვიძიე ინფო დავდებ.ჯერ მაინც ადრეა და არ დებენ ოფიციალური საიტები.ალბათ შაბათ-კვირას იქნება ყველა ჯგუფზე და მერე დავდებ
Liverpoolfc 8 სექტემბერი 2011 13:15
კაია, მაგრამ ც ჯგუფის მაგივრად რამე უფრო დაძაბულ ჯგუფზე დაგეწერა სტატია არ ჯობდა? :D
admin 8 სექტემბერი 2011 13:14
ასეთი სტატიები უნდა იყოს სულ :) საღოლ მართლა კარგად გიმუშავია



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (138)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი