Image

რობერტო მარტინესი: სიტი ახლა თამაშობს იმ თამაშს, რომელსაც ბარსა 3 წლის წინ თამაშობდა

უცხოური ფეხბურთი 11-სექ, 21:409 Ditoo 1362


















ინგლისური "უიგანის" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ (0:3), მისი გუნდის მეტოქე კატალონიის "ბარსელონას" შეადარა.

""სიტის" ფორვარდები, დავიდ სილვა და სერხიო აგუერო არიან საოცარი ფეხბურთელები. ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს - ისინი არიან ერთმანეთში არაჩვეულებრივად შეწყობილები. მათი თამაშის დროს ვერ იპროგნოზირებ, რადგან ისინი არაამქვეყნიურ რაღაცებს ჩადიან. მათ შეუძლიათ ყველაზე საიმედო და ყველაზე გამოცდილი დაცვის გარღვევა".

"თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ "მანჩესტერ სიტი" თამაშობს იმ თამაშს, რომელსაც კატალონიის "ბარსელონა" თამაშობდა სამი წლის წინ - იმ პერიოდში ესპანურ გუნდს ფრანკ რაიკაარდი ხელმძღვანელობდა".

"რა თქმა უნდა, რადგან "მანჩესტერ სიტის" ვადარებთ "ბარსელონას", ესე იგი, ამ კლუბს აქვს კარგი მომავალი. ჩემი აზრით, "სიტის" შეუძლია მსოფლიოს ყველა ტიტულის მოგება". - განაცხადა რობერტო მარტინესმა Goal.com-თან.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Ditoo 12 სექტემბერი 2011 12:39
Mr.Black And White,
ღმერთმა დაგვიფაროს :D :D
Mr.Black And White 12 სექტემბერი 2011 12:37
ხო და სამ წლის შემდეგ ახალი ბარსელონა გვეყოლება wink
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა