ვილაშ-ბოაში: ჩვენ გვყავს ოთხი ბრწყინვალე თავდამსხმელი

უცხოური ფეხბურთი 12-სექ, 21:239 Ditoo 1781


გუშინ, კვირას, დაფიქსირდა საინტერესო ფაქტი - ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა ესპანელი ფორვარდი, ფერნანდო ტორესი არ ათამაშა საწყის 11-ეულში - ის დასვა სათადარიგოთა სკამზე.

"ჩვენ გვყავს ოთხი ბრწყინვალე თავდამსხმელი, რომლებიც უწევენ ერთმანეთს დიდ კონკურენციას - ისინი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვიან. მათ აქვთ საკუთარი, განსხვავებული ნიჭი, რომლების გამოვლენასაც ცდილობენ ყოველ კვირას, ყოველ მატჩში... "სანდერლენდთან" თამაშში კი თავისი უნარების გამომჟღავნება სხვებთან შედარებით განსხვავებულად ნიკოლა ანელკას გამოუვიდა - ის მართლაც საუკეთესო იყო".

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვათამაშოთ ფრანგი თავდამსხმელი, ანელკა, რადგან მიუხედავად ფეხბურთის თამაშში მისი დიდხნიანი პაუზისა, მან შეძლო ჩვენი გაოცება - ის ძალიან ნიჭიერი და გამოსადეგარი მოთამაშეა ჩვენი გუნდისთვის, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება". - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (238)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი