ტოტენჰემი – ლივერპული 4:0

უცხოური ფეხბურთი 18-სექ, 19:219 slim4you 1683


დღეს "პრემიერლიგის" ერთ–ერთ ცენტრალურ მატჩში "ტოტენჰემმა" "ლივერპულს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო და ლამაზი თამაში იყო. სხვა თუ არაფერი 4 გოლი და 2 გაძევება.

მატჩის 7–ე წუთზე "ჰართლეინზე" შეკრებილი ათასობით გულშემატკივარი მოდრიჩის შორეულმა დარტყამ გაახარა. ხორვატმა ლეგიონერმა მართლაც ლამაზი და ეფექტური გოლი გაიტანა და "ტოტენჰემი" დააწინაურა.

28–ე წუთზე მომხდარმა ფაქტმა კი "ლივერპული" უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. მთავარმა არბიტრმა ლივერპულელთა ცენტრალურ ნახევარმცველს ადამს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა – "ლივერპული" 10 კაცის შემადგენლობით დარჩა.

პირველი ტაიმი 1:0 დასრულა მასპინძელთა სასასრგებლოდ.

მეორე ტაიმში ისევე როგორც პირველში ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო. 63–ე წყთზე კი გუნდი მარტინ შხრტელმა დააღალატა, მასაც მოუწია ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნის დროზე ადრე დატოვება. აშკარა გახდა, რომ "ლივერპული" განწირული იყო.

66–ე წუთზე "ტოტენჰემის" ფორვარდმა ჟერმეინ დეფომ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ამას მოჰყვა ემანუელ ადებაიორის დუბლი, აღსანიშნავია, რომ ადებაიორმა სადებიუტო გოლები გაიტანა ახალ გუნდში.

აქვე გთავაზობთ გუნდების სტატისტიკას და მატჩში გასულ გოლებს.

ჩემს სუბიექტურ აზრსაც დავაფიქსირებ, "ტოტენჰემმა" კარგი თამაში აჩვენა და დამსახურებულად მოიგო დღევანდელი მატჩი, ვულოცავ ყველა მის ფანს!

ტოტენჰემი – ლივერპული 4:0





დიტო ზუბიტაშვილი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 18 სექტემბერი 2011 21:59
ტოტენჰემა იმენა კუნფუ ჩაუტარა :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (132)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი