ლივერპული vs მანჩესტერ იუნაიტედი

უცხოური ფეხბურთი 14-ოქტ, 18:339 guka..kvesitadze 3212


"დღეს, ინგლისში, კერძოდ ლივერპულში უდიდესი მატჩია, თუმცა ამას ვერ ვუწდებთ უბრალოდ დიდ მატჩს, როდესაც საქმე მერსისიადული "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირსპირებას ეხება ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე უბრალოდ დიდი მატჩი.''

ორი მოსსიხლე მტრები, ორი დაპირისპირებული ბანაკი, ერთმანეთს "ენფილდ როუდის" გადავსებულ არენაზე დაუპირისპირდება, მსოფლიოს ორი ყველაზე გამორჩეული კლუბი, ყოველ შემთხვევაში ინგლისის ნამდვილად ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს შეხვდება და უძლიერესის გამოსავლენად 90 წუთიან ბრძოლაში დაუპირსპირდება. ნათელია, რომ ხვალე სამყაროს ყურადღება ორი საათით სოწრედ "ენფილდისკენ" იქნება მიპყრობილი. შეგახსენებთ, რომ ეს ის ორი გუნდია, რომელიც ჯერაც უმტკიცებენ პირველობას ერთმანეთს ინგლისში. გასულ სეზონში "ალისფერმა ეშმაკებმა" მე-19 ჩემპიონობით მეტოქეს გადაუსწრეს, სამაგიეროდ მერსისაიდელები ჯერაც წინ არიან ჩემპიონთა ლიგაზე მიღწეული გამარჯვებებით, ასე რომ ორივე გუნდს თავისი ძლიერი მხარეები და რაც მთავარია თავისი უერთგულესი გულშემატკივრები ყავს, როგორც იცით მანჩესტერიდან ლივერპულში სულ რაღაც 1900 ქომაგი ჩავიდა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩაიაროს ყველაფერმა, ასე რომ მასპინძლებს როგორც მოსალოდნელია შინ უდავო უპირატესობა ექნებათ ქომაგების მხრივ, ამის მიუხედავად თამაშის შემდეგ სისხლიანი შეტაკებები ლივერპულის ქუჩებში მაინც მოსალოდნელია.

თუმცა დავანებოთ თავი არასაფეხბურთო პრობლემებს, რომელზეც უფრო მეტად ლივერპულის პოლიციამ უნდა იფიქროს და მოედანზე მიმდინარე მოვლენებს დავუბრუნდეთ, რამეთუ თავად მოედანზე არანაკლებ დაუნდობელი ორთაბრძოლებია მოსალოდნელი ვიდრე ქალაქის ქუჩებში მატჩის შემდგომ, ყველაზე საინტერესო კი ისაა თუ რომელ 22 ფეხბურთელს აარჩევენ გუნდების მწვრთნელები ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის, თუნდაც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ამ მატჩს მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, "იუნაიტედი" 19 ქულით პირველ ადგილზეა და მარცხის შემთხვევაში პირველი ადგილს ვინღა ფიქრობს და მეორე ადგილის შენარჩუნებას გაუჭირდება, ანუ ერთი მარცხით თანაც ძალიან მტკივნეული მარცხით ორ პოზიციას კარგავს, რაც შეეხებათ მერსისაიდელებს მათ მხოლოდ 13 ქულა აქვთ, მეტოქეს მთელი 6 ქულით ჩამორჩებიან და ნათელია, რომ თუ თავის მხრივ ისინი დამარცხდნენ სხვაობა მთელი 9 ქულა გახდება, ეს კი ფაქტობრივად საჩემპიონო რბოლიდან ჩამოწერას ნიშნავს, გარდა სატურნირო დატვირთვისა ეს უბრალოდ "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედია" და შესაბამისად ყოველგვარ დამატებით მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია, როგორც სერ ალექს ფერგიუსონი ისე კენი დაგლიში მოედანზე საბრძოლველ და უძლიერეს შემადგენლობას გაიყვანენ.

"მანჩესტერის" სავარაუდო შემადგენლობა:
მეკარე:დე ხეა(1).
მცველები:სმოლინგი(13),ვიდიჩი(15),ფერდინანდი(5),ევრა(3).
ნახევარმცველები:ნანი(17),ფლეტჩერი(24),ანდერსონი(8),იანგი(18).
თავდამსხმელები:რუნი(10),ჩიჩარიტო(14).

დავიწყოთ სტუმრებით, ანუ მანჩესტერელებით. ზემოთ ტყუილად არ გვიხსენებია, რომ ორივე გუნდი თავისი უძლიერესი შემადგენლობით გამოვა მოედანზე, ფაქტობრივად როგორც ერთ, ისე მეორე კლუბს, მინიმალურზე მინიმალური დანაკლისი ექნებათ. ლივერპულელებს საერთოდ ყველა ფეხბურთელი მწყობრში ყავთ, ხოლო სტუმრებს მხოლოდ ორი მოთამაშე: რაფაელ და სილვა და ტომაშ კლევერლი არ ეყოლებათ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ძირითადის ფეხბურთელია, ორივეს ჩანაცვლება სერ ალექს ფერგიუსონს შეუძლია, სხვა ყველა მანჩესტერელი მწყობრშია და მოედანზე 90 წუთის გასატარებლად მზადაა. რაც შეეხებათ რაფაელსა და კლევერლის მათ კრის სმოლინგი და დარენ ფლეტჩერი ჩაანაცვლებენ ძირითად შემადგენლობაში.დავიწყოთ მეკარით, რასაკვირველია კარებში ესპანელი კიპერი დავიდ დე ხეა ჩადგება, რომლისთისაც ეს ნამდვილად სეზონის ერთ-ერთ ურთულესი მატჩი უნდა იყოს, როგორც იცით მცირე ტრამვა ჰქონდა მეორე მეკარე ანდრეს ლინდენგაარდს, თუმცა იგი გამოჯანმრთელდა და სათადარიგოთა სკამზეც იქნება აუცილებლად, რაც შეეხება დაცვის ხაზს, აქ უკვე ვთქვით, რომ ძირითად მარჯვენა მცველს რაფაელს, კრის სმოლინგი შეცვლის, რომელიც ნომინალურად ცენტრალური მცველია, თუმცა გუნდის მეორე მარჯვენა მცველი სწორედ იგია, დაცვის ცენტრში "იუნაიტედს" თავისი ჩეული დუეტი: რიო ფერდინანდი და ნემანია ვიდიჩი აღუდგება, ეს უკანაკსნელი გუნდს კაპიტნის სამკლაურით გაიყვანს, რომელიც ამ პატივს გუნდის მარცხენა მცველის პატრის ევრასგან გადაიბარებს, რომელიც ასევე ძირითადში მოიაზრება.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, აქ ცენტრში ახალგაზრდა კლევერლის მაგივრად ასეთ შეხვედრებში გაცილებით მეტად ნაბრძოლი და გამოცდილი დარენ ფლეტჩერი დადგება, ასე რომ დანაკლისი სრულად იქნება შევსებული, მას ცენტრში მეწყვილეობას რასაკვირველია ახალგაზრდა გამთამაშებელი ოლივეირა ანდერსონი გაუწევს, "იუნაიტედის" მთავარი ძალა - ფლანგები კი როგორც მოსალოდნელი იყო მწყობრშია და მეტოქის შესატევად მზადაა, კერძოდ ლუიშ ნანი და ეშლი იანგი. სერ ალექსი ტრადიციას არც ამჯერად უღალატებს და მოედანზე 4-4-2 ტატქიკას გაიყვანს, რაც იმას ნიშნავს რომ ორი ფორვარდის ადგილს უეინ რუნი და...აი აქ საკმაოდ რთულია მეორე ფორვარდის განსაზღვრა, თუმცა სპეციალისტთა უმრავლესობით ძირითადში მაინც მექსიკელი ხავიერ ერნანდესის გამოჩენას უნდა ველოდოთ, აი ასეთია "იუნაიტედის" ძირითადი თერთმეტეული "ანფილდის" ბრძოლაში.

"ლივერპულის" სავარაუდო შემადგენლობა:
მეკარე:რეინა(25).
მცველები:ენრიკე(3),შკრტელი(37),კარაგერი(23),ჯონსონი(2).
ნახევარმცველები:დაუნინგი(19),ადამი(26),ლუკასი(21),კუიტი(18).
თავდამსხმელები:ჯერარდი(8),სუარეზი(7).

ახლა კი "ლივერპულელებზეც" ვთქვათ, მითუმეტეს, რომ ისინი მოედანზე აბსოლუტურად უძლიერესი შემადგენლობით გამოვლენ, ყველა ფეხბურთელი ამ გუნდში მწყობრშია და ამ ბრძოლას მომზადებული ხვდება, შესაბამისად კენი დაგლიშსაც დიდი არჩევანი აქვს, რაც მთავარია მოედანს დაუბრუნდებიან ძირითადი მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონი და გუნდის კაპიტანი სტივენ ჯერარდი, ასე რომ გუნდები თავისი ძირითადი კაპიტნებით გავლენ შესაბამისად სტივენ ჯერარდითა და ნემანია ვიდიჩით.

კარებში "ლივერპულელებისა" ესპანელი მეკარე პეპე რეინა დადგება, როგორც მოსალოდნელია, დაცვაში ტრამვის შემდეგ სულზე მოუსწრებს გუნდს გლენ ჯონსინის დაბრუნება, სხვათაშორის ტრამვირებული იყო გუნდის მეორე მარჯვენა მცველი დანიელ აგერიც, თუმცა ისიც გამოჯანმრთელდა, დაცვის ცენტრში აუცილებლად იქნება გუნდის ლიდერი და ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიანი ლივერპულელი ჯემი კარაგერი, რომელსაც მეწყვილეობას ახალგაზრდა შკრტელი გაუწევს, მარცხენა მცველის ადგილზე კი გუნდის ახალწვეული ლუის ენრიკე დადგება, კიდევ უფრო საინტერესოა გუნდის ნახევარდაცვის ხაზი, აქ დაგლიში ალბათ ნომინალურად ხუთ ნახევარმცველს აირჩევს, ცენტრს ასევე ახალწვეული ჩარლი ადამი და გუნდის ძირითადი ჩამშლელი ლუკას ლეივა გაამაგრებენ, ფლანგებზე ჰოლანდიელი დირკ კუიტი და კიდევე რთი ახალწვეული სტიუარტ დაუნინდგი იქნებიან, რომელიც ქომაგებს აუცილებელ გამარჯვებას და გოლებს პირდება, მათ წინ სწორედ კაპიტანი გუნდის სტივენ ჯერარრდი იმოქმედებს, რომელიც უკან დაწეული ფორვარდის ფუნქციებს აითვისებს, ხოლო ერთადერთ ფორვარდად გუნდის მთავარი მეგოლე ლუის სუარესი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩება ენდი ქეროლი. ასეთია გუნდების სავარაუდო შემადგენლობები, მოედანზე 22 სუპერვარსკვლავი გამოვა, რომელიც როგორც პრესა ამ შეხვედრას უწოდებს "ენფილდის" ბრძოლაში მსოფლიოს თვალწინ საუკეთესოს გამოსავლენად ყველაფერს გააკეთებენ.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Mr.Black And White 15 ოქტომბერი 2011 14:35
მიდი ლივე გბალეშიკობ - სიტი უნდა გავალიდეროთ 15 16
guka..kvesitadze 15 ოქტომბერი 2011 13:16
4 4 am
svanchika 15 ოქტომბერი 2011 10:03
ციტატა: liver8g

1 იანი ი ვსო !


+1
15
guka..kvesitadze 14 ოქტომბერი 2011 22:37
სპ რაულიტო.
2 და ვსო

4 2იანი
liver8g 14 ოქტომბერი 2011 20:38
1 იანი ი ვსო ! 15
Sportnews 14 ოქტომბერი 2011 19:25
ყოჩაღ გუკა საკმაოდ ბევრი გიწვალია და გიშრომია, მართლა კარგი სტატია და ამდენი რომ იწვალე დასაფასებელი.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას ნამდვლიად კარგ შეხვედრას მოველი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2020 (8)
მაისი 2020 (131)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)