ჩიჩარიტო: არანაირი გმირები

უცხოური ფეხბურთი 16-ოქტ, 22:309 guka..kvesitadze 1717


,,ეს ძალიან რთული მატჩი გახლდათ. მე ვფიქრობ, რომ მათ მეორე ტაიმში გახსნილი ფეხბურთი შემოგვთავაზეს, რამაც შედეგი გამოიღო და გოლიც გაგვიტანეს. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ შანსიც მოგვეცა, რის შედეგადაც ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ''.

,,ეს გოლი ბევრად მნიშვნელოვანი გახლდათ, ვიდრე ის გოლი, რომელიც მე გავიტანე ,,ენფილდზე'', სადაც ჩვენ 3:1 დავმარცხდით. ბევრი ჩემი კოლეგა მეუბნებოდა, რომ ,,ლივერპულში'' ძალიან რთულია თამაში, რადგან იქ ყოველთვის განსაკუთრებულია ატმოსფეროა. ეს ყველაფერი მართალი აღმოჩნდა''.

,,ყველაზე მთავარია გუნდს დაეხმარო სასურველი შედეგის მიღებაში. ჩვენ გუნდში არ არსებობენ გმირები, იმიტომ რომ აქ არავის აინტერესებს ვინ გაიტანს გოლს, რადგან მთავარია კლუბი რამდენად შეძლებს წარმატების მიღწევას. მე ვიცი რომ ეს ქულა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, მაგრამ მე თავს გმირად არ ვთვლი''..

სეზონის დასაწყისში ხავიერს, რამოდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუხდა. თუმცა იგი მზადაა გუნდს 100% დაეხმაროს.

,,მე მსურს, რომ ნებისმიერი თამაშის წინ სრული კონცენტრაცია მოვახდინო, რადგან კლუბს ძალიან რთული ბრძოლა ელის წინ. იმედია ყველაფერი ,,წითლების'' სასარგებლოდ დამთავრდება. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ დავეხმარო კლუბს, რათა ყველა შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს''.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (18)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)