მილანმა ფანტასტიკური შეხვედრა მოიგო

ვიდეო 23-ოქტ, 17:399 Sportnews 2761


იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის კვირა დღის პირველი შეხვედრა მართლაც სასწაული გამოვიდა, "მილანმა" "ლეჩე" 4-3 დაამარცხა, თანაც ისე, რომ პირველი ტაიმი 3-0 წააგო.

შეხვედრა სტუმრების "მილანელების" განადგურებით დაიწყო , "ლეჩემ" შეხვედრაში ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გახსნა, გოლი ძაკომატსიმ გაიტანა, 28-ე წუთზე გოლი უკვე "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოდომ გაიტანა პენალით და შეხვედრაში 2-0 გახადა. 37-ე წუთზე მასპინძლები შეხვედრაში სამი ბურთით დაწინაურდნენ, ამ მომენტისთვის "მილანის" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრებდა, რომ მისი გუნდი მოიგებდა ამ შეხვედრის მოგებას.

შესვენების დროს "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო ალეგრიმ ორი ცვლილება განახორციელა. ამბროზისნის ნაცვლად აქვილანი შემოიყვანა, რობინიოს ნაცვლად კი ბოატეგნი, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთლად დასახელდა.

18 წუთიან მონაკვეთში 45-დან 62 წუთამდე კევინ პრინც ბოატენგმა შეხვედრაში ჰეთ-რიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, 83-ე წუთზე კი კასანოს გადაცემის შემდეგ გოლი იაპესმა გაიტანა. ამ რიგად ამ მოგებით "მილანს" 11 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
raul-madrid 23 ოქტომბერი 2011 19:45
მილანი კი არა სიტიმ რა ქნა გავგიჯდი wink
svanchika 23 ოქტომბერი 2011 18:27
აუ რა თამაში გავმაზე feel საღოლ მილანს, პირველ ტაიმში ვფიქრობდი სულ გაფარჩაკდა თქო და რა თამაში ამოუქაჩიათ 17
giorgibarsa 23 ოქტომბერი 2011 17:57
ბედი არ გინდა
Sportnews 23 ოქტომბერი 2011 17:53
მართლა მაგარი შეხვედრა იყო, საღოლ მილანს, რა შეხვედრა მოაბრუნა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი