წინსვლა მანჩესტერს ბუნებით მოსდევს

უცხოური ფეხბურთი 27-ოქტ, 20:279 guka..kvesitadze 1852


სერ ალექს ფერგიუსონი კმაყოფილია იმით თუ როგორ ითამაშა ”მანჩესტერ იუნაიტედმა” ”სიტისთან” განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ.შეგახსენებთ ”ალისფერმა ეშმაკებმა” გასვლაზე ”ალდერშოტს” სძლიეს ინგლისის ლიგის თასზე რის შემდეგაც ფერგის ბიჭებმა გასვლის უფლება მოიპოვეს მეოთხედფინალში.
მატჩში,რომელიც ”რეკრიშენ არენაზე” გაიმართა,თავი დიმიტარ ბერბატოვმა,მაიკლ ოუენმა და ანტონიო ვალენსიამ გამოიჩინეს.

”არ უნდა დავუკარგოთ მასპინძლებს ის მცდელობა რაც მათ მატჩის გადასარჩენად გააკეთეს.ისინი ბოლომდე წინ მიიწევდნენ და ერთგვარ პრესინგს ცდილობდნენ.ჩვენ კი ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ.მატჩის ბოლოს იყო მომენტები ანგარიშის გაზრდის,მაგრამ 0:3 მაინც კმაყოფილნი ვართ.შედეგი კარგია.სათასო მატჩებში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოგებაა რის შემდეგაც გუნდი შემდეგ ეტაპზე გადავიდა”_მოიყვანა ციტატა შოტლანდიელმა Sky Sports_თან.

აქვე ფერგიუსონმა გაიხსენა გასული მატჩი ”სიტის” წინააღმდეგ,სადაც მისმა გუნდმა 1:6 დათმო თანაქალაქელებთან.ექსპერტებმა ამ მატჩის შემდეგ ”იუნაიტედს” კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხეს იმის გამო,რომ გუნდი რომელიც აგებდა უკანმოუხედავად უტევდა რის შემდეგაც კარში კიდევ რამოდენიმე ბურთი გაუშვა,მაგრამ სერ ალექს ამ ყველაფერზე სხვა მოსაზრება აქვს.

”ეს მანჩესტერში ბუნებით დევს,წახვიდე წინ და გაიმარჯვო.არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ფეხბურთელი გყავს ათი,ცხრა,შვიდი თუ არცერთი,ეს არის ის რაც ჩვენ ვართ.ასეთი მიდგომის გამოცვლა კი რთული საქმეა.”_განაცხადა სერ ალექსმა.

ახლა მივუბრუნდეთ სათასო მატჩს სადაც წინა მატჩისგან განსხვავებით ძირითადში ათი ახალი ფეხბურთელი იყო.
”ეს მე დიდ თვის ტკივილს მიჩენს.ძნელია შეარჩიო საჭირო შემადგენლობა სხვადასხვა მატჩებისთვის.ჩვენ ფანტასტიური გუნდი გვყავს და მოედანზე ისინი გავიდნენ ვისაც სათამაშო პრაქტიკა ჭირდებოდა.მაგალითად ჩვენ ყველამ ვიცით მაიკლ ოუენი.მას პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში გააქვს გოლი რომელშიც იგი მონაწილეობს.ეს ფანტასტიურია,როგორ შეიძლება ასეთი პროფესიონალიზმის იგნორირება?ან დიმიტარი,მან არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.ასევე ვალენსია,კლევერლი,ვიდიჩი.მათ ყველამ კარგად ითამაშეს”


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 27 ოქტომბერი 2011 22:52
მანჩეს ჩვევია ზამთრის სატრანსფერომდე ხშირად ფორთხიალი და მერე იღებს ხოლმე მაგარ ხოდს.
guka..kvesitadze 27 ოქტომბერი 2011 22:40
სპ გოგა :)
Sportnews 27 ოქტომბერი 2011 20:49
guka..kvesitadze,
ყოჩაღ კაი სტატია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
guka..kvesitadze 27 ოქტომბერი 2011 20:33
ამის მერე კიდე დიდებს დავდებ :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (227)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი